“ალდაგი ბისიაიმ” მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ახალ სერვის ცენტრში შესაძლებელია ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების მიღება, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სერვის–ცენტრი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა რათა მომხმარებელმა ყველა სახის სერვისის მიღება ერთ ადგილას შეძლოს. “ალდაგის” ახალი სერვის–ცენტრი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს შაბათსაც იმუშავებს.
21.10.2010