ექიმებს რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ


მომავალი წლიდან ქართველ ექიმებს ფარმაცევტული კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ეს შეზღუდვა საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში უკვე წარდგენილია. პირველი იანვრიდან კი სატელევიზიო სივრციდან ყველა ის სარეკლამო რგოლი გაქრება, რომელშიც ექიმი რომელიმე მედიკამენტს, კბილის პასტას ან საღეჭ რეზინს უკეთებს რეკლამას.
სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის მიხედვით, ექიმი არა მარტო სამკურნალწამლო საშუალებების, არამედ პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის  მეთოდების რეკლამირებაშიც არ უნდა მონაწილეობდეს. ამავე კოდექსის მიხედვით, სამეცნიერო ხასიათის გამოცემებში, სამეცნიერო ფორუმებზე ან მასმედიის საშუალებებით გამოსვლებში ექიმები მხოლოდ მეცნიერულ–პრაქტიკულ ინფორმაციას უნდა იძლეოდნენ, რომელიც რეკლამას და თვითრეკლამას არ შეიცავს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექიმებისათვის ფარმაცევტული კომპანიების სარეკლამო რგოლებში მონაწილეობის აკრძალვა ერთ-ერთი ნაბიჯია და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება.
21.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia