"ალდაგი ბისიაი" სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზრის ლიდერია

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურაში 6,39%-იანი წილით მესამე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბაზარზე მოქმედმა 16 სადაზღვევო კომპანიიდან 12-მა 2010 წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობაში 14,222 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა.
ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 14,715 მლნ ლარი იყო. დაზღვევის ამ სახეობაში მიზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებლის მიხედვით, პიორველ ადგილზე კომპანია "ალდაგი ბისიაია".
იგი ამ ბაზრის 45%-ს აკონტროლებს. მას 3,166 მლნ. ლარის სადაზღვევო პრემიით "ჯიპიაი ჰოლდინგი" მოსდევს, რომელსაც ამ ბაზრის 22% უკავია. მესამე ადგილზე "იმედი L"-ია. ამ პერიოდში მან 1,257 მლნ. ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა.
27.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia