რამდენად ფასდება ამერიკელის სიცოცხლე?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიამგზავრის სიცოცხლის საშუალო ღირებულებას   ტრანსპორტის სამინისტრო ადგენს და სამ მილიონ დოლარად აფასებს. ავიაკატასტროფის დროს მგზავრის დაღუპვის შემთხვევაში, თანხას დაზარალებულის ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს.
ეს თანხა ინფლაციასთან ერთად იცვლება. მაგალითად, 1997 წელს  ამერიკელის სიცოცხლე საშუალოდ 2,7 მილიონ დოლარად ფასდებოდა.
დაზღვევის შემთხვევაში, ამერიკელების სიცოცხლის შეფასება სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია - სიცოცხლეში ფულის გამომუშავების მიხედვით, 500 ათასი  იწყება და 10 მილიონ დოლარამდე აღწევს.
დღესდღეობით „სიკვდილ-სიცოცხლის“ ფასის გამოთვლის მეთოდიკა საკმაოდ რთულია და ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებს როგორიცაა ასაკი, განათლება, სამსახურის არსებობა და წლიური შემოსავალი. მაგალითად, 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლის ოჯახისთვის გადაცემული თანხები სწორედ ამ პარამეტრების მიხედვით დაჯგუფდა. თითოეული დაზარალებულის ოჯახმა 9 წლის წინ 250 ათასიდან 7 მილიონამდე დოლარი მიიღო.
პენტაგონის მიერ ცხელ წერტილში მებრძოლი თითოეული სამხედროს სიცოცხლე 250 ათას  დოლარად არის შეფასებული. ამ დაზღვევაზე უარის განცხადების შემთხვევაში, სამხედრო ყოველთვიურად თავის ხელფასზე 10 დოლარიან დანამატს მიიღებს. ხოლო თუ თავისი ხელფასიდან გარკვეულ თანხას სადაზღვევო პოლისს კიდევ დაამატებს, მისი სიცოცხლე მილიონ დოლარად შეფასდება.
სამხრეთით მცხოვრები ამერიკელები ხშირად ხდებიან სტიქიის, უბედური შემთხვევის, ბუნებრივი კატაკლიზმის მსხვერპლი. ისინი  სიცოცხლის დაზღვევას თვითონვე ყიდულობენ. გამოთვლილია, რომ მსგავსი პოლისი ამერიკელისთვის 20 წლის ასაკში წელიწადში 3-დან 7 ათას დოლარამდე ღირს.
ყველა ამერიკელი მძღოლი აზღვევს თავის მანქანას, ჯანმრთელობას და სხვისთვის მიყენებულ ზარალს. როგორც წესი, ლიმიტი აქაც განსაზღვრულია (25-50 ათას დოლარამდე), რაც დაზარალებულს სადაზღვევო კომპანიამ უნდა გადაუხადოს.
ხმელეთზე, წყალში თუ ჰაერში  სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე სადაზღვევო კომპანიების მიერ გადახდები ავტომატურად ხდება. ხოლო თუ დაზარალებულის ახლობლები თანახმა არ არიან თანხის რაოდენობაზე, მათ შეუძლიათ დაიქირაონ ამ სფეროზე სპეციალიზებული ადვოკატი, რომლებიც ამერიკაში მრავლად არიან. 
07.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia