2018 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის განკარგულებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს ხუთი სადაზღვევო კომპანია" ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, აისი ჯგუფი, არდი და ალფა.


"საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
ირაკლი კოვზანაძე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილსა და გამგეობის წევრს, იოსებ გოგოლაშვილს შეხვდა.

1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ციტრუსის მოსავლის დაზღვევის ბოლო ვადა 5 ნოემბრით განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას ინიციატივით მიმართავს

კერძო სადაზღვევო კომპანიები მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ერთ-ერთ გზად ე.წ დაშენებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარებას მიიჩნევენ, რასაც მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს არსებული სტრატეგია ამ ეტაპზე ზღუდავს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმზღვანელი, დევი ხეჩინაშვილი თვლის, რომ ყველა ჯგუფს , რომლებიც  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მომსახურებას იღებენ,  კერძო სადაზღვევო პაკეტების დაშენებაზე შეზღუდვები უნდა მოეხსნას.
1 [2] 3 4 5
COPYRIGHT © 2010 - 2019
CREATED BY
Neomedia