საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ ახალი მფლობელი ჰყავს

სადაზღვევო კომპანია „კამარა“ კომპანიამ „მეტრო ჰოლდინგი“ და შპს-მ „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ იყიდა. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ გარიგებაზე მხარეებს თანხმობა უკვე მისცა.
2019 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს რვა სადაზღვევო კომპანია: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ევროინს ჯორჯია, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი და გლობალ ბენეფიტს ჯორჯია.



"საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
სადაზღვევო სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3-ჯერ გადაუსწრო

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა.
კანონმდებლობა, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი ჯერ კიდევ განუხორციელებელია

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სადაზღვევო სექტორი 2019 წელს, რა ძირითადი ტენდენციები იკვეთებოდა და რა მოლოდინები აქვთ  მომავალი წლისთვის, ამ თემებზე „კომარსანტთან“ „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.
[19.12.2019]

17 და 18 დეკემბერს უცხოელმა ექსპერტებმა-პროფესორმა  კლიმ  პოპოსკიმ, ( წლების მანძილზე ზედამხედველობდა ჩრდილოეთ  მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს) და სამართლის დოქტორმა მატუშ მედვეცმა  (სლოვაკეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენელი) ჩაატარეს სემინარი  სადაზღვევო  სფეროს აქტუალურ საკითხებზე.

სემინარს ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და  სადაზღვევო ბროკერები.

1 2 3 [4] 5
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia