აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. 23 ოქტომბერს, საქართველოს ეწვივნენ „EUROINS GROUP“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასენ კრისტოვი, აღმასრულებელი დირექტორი კირილ ივანოვ ბოშივი, შერწყმისა და გაერთიანების დირექტორი ვასილ სტეფანოვი და ასევე, „აი სი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვილლემ ჯეიკობ ვესტერლაკენი, რომელთაც „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ რიგგარეშე აქციონერთა კრებაში მიიღეს მონაწილეობა.
სადაზღვევო ასოციაცია ადასტურებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის არმქონე ტურისტების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ამოღებაში კლინიკებს პრობლემები აქვთ

„საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განაცხადებით, საქართველოში უცხოელების მიერ თვეში 2 ათასი სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება, მათგან ნაწილი კი, სამედიცინო კლინიკებშიც ხვდება. ამის შესახებ ხეჩინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შემოსული ტურისტების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პრობლემას მიეძღვნა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, შესაძლოა, სებ-ში დაბრუნდეს

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს 2013 წლის მარტში გამოეყო. ამ უწყების სებ-ის დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა, თუმცა როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-თან აცხადებს, ამის შესახებ საუბარია კულუარებში და ინდუსტრიას შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.
სადაზღვევო ინდუსტრია მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას გეგმავს

სადაზღვევო ინდუსტრია მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა. როგორც ცნობილია, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა ჯერ 2019 წლამდე, შემდეგ კი 2023 წლამდე გადავადდა. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ რეფორმის მიღმა, რადგან სადაზღვევო ინდუსტრიას სხვა სექტორების მსგავსად სჭირდება მხარდაჭერა. 
სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართვა მთავრობას

30 აგვისტოს, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კერძო სადაზღვევო სექტორმა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივას ახალი შემოთავაზებით მიმართა (იხ. პრეს რელიზი). 
1 [2] 3 4 5 6
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia