„დაზღვეულებს შესაძლოა მომსახურება გაუძვირდეთ“ - „სადაზღვევო ასოციაცია“ ჯანდაცვის რეფორმაზე

„ჩვენ რასაც ვშიშობთ,  არის ის, რომ არ გაგვიძვირდეს მომსახურება, რადგან კლინიკებს დეფიციტი შეექმნებათ, რაც სადაზღვევოებისთვის ფასის გაზრდის ალბათობას ქმნის. კლინიკები იბრძვიან და არის მთავრობასთან დიალოგი, რომ რაღაც არგუმენტები ნახონ იმისათვის, რათა რეფორმა შერბილდეს. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, შესაძლოა, ჩვენს დაზღვეულებს მომსახურება გაუძვირდეთ“, - ასე აფასებს „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას.
ბადენ-ბადენის შეხვედრები

გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში 20-დან 22 ოქტომბრამდე უკვე მეათედ გაიმართა სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლების უმნიშვნელოვანესი შეხვედრები. ღონისძიებებს დაესწრო ასობით კომპანია მთელი მსოფლიოდან  დაზღვევის, გადაზღვევის და  საკონსულტაციო სფეროებიდან. 
წელს ბადენ-ბადენის შეხვედრების ერთ ერთი ღონისძიებას წარმოადგენდა ე. წ. „ქართული ივენთი“, რომლის სპონსორები იყვნენ  ქართული სადაზღვევო კომპანიები და ასევე გადამზღვეველი ორგანიზაციები.  ღონისძიებას დაესწრო ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია.

მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, კომპანიებს შესაძლოა, სადაზღვეო პატეკების მოცულობები განესაზღვროთ

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათ დამსაქმებელ კომპანიებს სადაზღვეო პატეკების მოცულობები განესაზღვრებათ. სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა ნოემბრამდე დასრულდება, ახალი წლიდან კი კომპანიებს ახალი პაკეტების შეძენა მოუწევთ.
ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის ისე შრომის უსართხოების- უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით.
როგორ მუშობს აგრო დაზღვევის პროგრამა

აგრო დაზღვევის პროგრამის მუშაობასთან დაკავშირებით იხ. ბმული






[1] 2 3
COPYRIGHT © 2010 - 2019
CREATED BY
Neomedia