ერთად გამარჯვებისკენ! - ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ რაგბის კავშირის ოფიციალური მზღვეველია

2017 წლიდან ,,სადაზღევო კომპანია ალფამ“ სტრატეგია შეცვალა და აქცენტი ინოვაციური და კლიენტის საჭიროებაზე ორიენტირებული პროდუქტების განვითარებაზე აიღო. ამის ერთ–ერთი მაგალითია რაგბის კავშირთან გაფორმებული შეთანხმება, პროდუქტი, რომელიც ფარავს ისეთ არასტანდარტულ რისკებს, როგორიცაა ნებისმიერი სახის სპორტული ტრავმები, რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები და განსხვავებული სტომატოლოგიური მომსახურებები – ორთოდონტია და იმპლანტაცია.
10 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“ იუბილე დაზღვეულებთან ერთად აღნიშნა


კომპანია სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს პრაქტიკულად ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. 

დაგროვებითი პენსიის სისტემაში შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ


დაგროვებითი პენსიის სისტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობაც განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელმა განუცხადა.
კახელ ფერმერს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა სიღნაღის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი  და სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ გოგიტა ნანობაშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ნესვის ნაკვეთი დაათვალიერეს.
საკონსტიტუციო სასამართლო: „კერძო დაზღვეულებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა აღნიშნული პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.
1 2 3 4 [5] 6
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia