„იძულებული ვხდებით, გავაჩეროთ სერვისი ან გავაძვიროთ“ – დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილება სექტორისთვის მიუღებელია

დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილებას, რომლის თანახმადაც გადახდის პირობები იცვლება და ხარჯის გაღებას სახელმწიფო, პირველ ეტაპზე კერძო დაზღვევას აკისრებს, სექტორში უარყოფითად აფასებენ. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართოს, რომ დადგენილების პირობები გადაიხედოს და საერთო კონსენსუსამდე მივიდნენ. „მთავრობის ახალი დადგენილებით, პირველ ეტაპზე ხარჯს იხდიან სადაზღვევოები და მერე ფარავს სახელმწიფო,…

,,კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება“ – დევი ხეჩინაშვილი

საქართველოში კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინანდელი მაჩვენებლით, ამ პაკეტების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასზე მეტი იყო, თუმცა, ხეჩინაშვილის ვარაუდობს, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. „ეს პროდუქტი პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც დაზღვევა ბევრ სერვისს…

,,კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება“ – დევი ხეჩინაშვილი

საქართველოში კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინანდელი მაჩვენებლით, ამ პაკეტების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასზე მეტი იყო, თუმცა, ხეჩინაშვილის ვარაუდობს, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. „ეს პროდუქტი პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც დაზღვევა ბევრ სერვისს…

„წელიწადში დაახლოებით 120 000 ზარალი ანაზღაურდება“ – ასოციაცია ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. ცვლილებების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სექტორი წლების განმავლობაში ელის ამ ცვლილებას, რომლის…

სახელმწიფომ ბავშვებისთვის ონკოდაზღვევა უნდა აამოქმედოს – სადაზღვევო ასოციაცია

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის უცხოეთში დაფინანსების პროგრამის ამოქმედებით სახელმწიფომ აღიარა, რომ  ბავშვთა ონკოლოგია არის იშვიათი და მძიმე დარგი და შესაბამისად, მისი განვითარება საქართველოში რთულია. ეს განცხადება jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა გააკეთა.  შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა 24 ივლისიდან ამოქმედდა. ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას, საქართველოს გარდა,…

„უნდა წავიდეთ დასაქმებულებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გზით“ – დევი ხეჩინაშვილი

საქართველოში დაზღვევის კულტურა ნელი ტემპებით, თუმცა მაინც ვითარდება, რასაც მიმდინარე წლის პირველი თვეების წინასწარი მონაცემებიც ადასტურებს, სადაც ჯანმრთელობის და ავტომობილის სადაზღვევო პოლისების რაოდენობა დაახლოებით 10%-თაა გაზრდილი, თუმცა ქონების მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს. ამასთან, სექტორის დაზუსტებული კვარტალური მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა…

დაზღვეული ფართობების მოცულობა 14%-ით გაიზარდა – აგროდაზღვევის შედეგები

ივნისში, საქართველოში დაზღვეული ფართობების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  14%-ით გაიზარდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის 17 300 ჰექტარზე მეტი ფართობია  დაზღვეული. „მზარდი მონაცემები  იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ ფერმერები. ამის ერთ-ერთი წინაპირობა ასევე არის ის, რომ ვაზის შემთხვევაში  წინა წლებში ჩვენ გვქონდა 50%-იანი თანადაფინანსება და წელს …

„ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა“ – ასოციაცია

სადაზღვევო ბაზარზე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 50 ათასამდე პოლისია მოქმედი. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ სადაზღვევო სექტორისთვის ინდივიდუალური დაზღვევა არ წარმოადგენს მთავარ დასაყრდენ პროდუქტს შემოსავლების თვალსაზრისით, მაინც მნიშვნელოვანია. „ქვეყანაში მოქმედი 700 ათასამდე კერძო სამედიცინო სადაზღვევო პოლისი და მხოლოდ 50 ათასამდეა ინდივიდუალურ…