საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი ინიციატივა

2010 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნას. პროექტის – “თანამშრომლობა სადაზღვევო კულტურის ასამაღლებლად ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის განათლების მეშვეობით” – მიზანს წარმოადგენს ასევე როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნის ხელშეწყობა, ასევე მომხმარებლის ცოდნის და უნარ-ჩვევების…

ჯანდაცვის ახალი მინისტრი დაზღვეულებს დაიცავს

ჯანდაცვის ახალი მინისტრი სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა უფლებების დაცვას ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. მინისტრის პრიორიტეტებს შორისაა ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა. ურუშაძე მუშაობას სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან ერთად გეგმავს, რადგან ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. პრემიერმაც ჯანდაცვის ახალ მინისტრს პირველი დავალება მისცა. ურუშაძემ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების  პროექტი უნდა დაასრულოს და რეგიონებში 46 ახალი კლინიკის…

2009 წლის ბაზრის მონაცემები

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” 2009 წლის მონაცემებით ბაზრის 19%-ს აკონტროლებს. კომპანიის პორტფელში სამედიცინო დაზღვევა 35,244 მლნ. ლარით ლიდერობს, მეორე ადგილზე 12,285 მლნ. ლარით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა, ქონების დაზღვევა -8,627 მლნ. ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 3,431 მლნ. ლარი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 2,754 მლნ. ლარი, უბედური შემთხვევის დაზღვევა – 1,666 მლნ. ლარი. სადაზღვევო კომპანიას “ალდაგი…

ცხოველების დაზღვევა საქართველოში

სადაზღვევო კომპანია “ვესტი” ცხოველებსაც აზღვევს. სადაზღვევო კომპანია “ვესტი” ამუშავებს ცხოველთა დაზღვევის რამოდენიმე სახის პოლისს, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მომსახურებით, ასევე ფასით. პოლისი მოიცავს ვეტერინარულ მომსახურებას: სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ცხოველს მოემსახურება მაღალკვალიფიციურ ვეტერინართა ჯგუფი. კომპანია მალე ძაღლებისა და კატების გარდა სხვა ცხოველებსაც დააზღვევს. პოლისი მოიცავს ვეტერინარულ მომსახურებას: სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. სადაზღვევო შემთხვევის…

ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ქუთაისში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი იმერეთში ერთდროულად რამდენიმე კლინიკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველსალდაგი ბისიაი 6 კლინიკის აშენებას გეგმავს. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ქუთაისში 6200 კვ. მეტრის მიწის ფართზე 70-საწოლიანი მრვალაპროფილური კლინიკა აშენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, ტყიბულში 4535 კვ. მეტრის ფართზე 15-საწოლიანი კლინიკა აშენდება, თერჯოლაში 2410 კვ. მეტრის მიწის…

ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი შეთავაზება კორპორაციულ კლიენტებს

”ჯიპიაი”-ს სრულიად ახალი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს თითქმის სრულ სამედიცინო მომსახურებას, გეგმიური ქირურგიის, ორსულობა/მშობიარობით სტომატოლოგიისა და მედიკამეტნების ჩათვლით. სადაზღვევო პაკეტის შეძენა პატარა ორგანიზაციებსაც კი შეუძლიათ – სადაც მინიმუმ 15 ადამაინი მაინც მუშაობს. ფასი თვეში 15 ლარიდან მერყეობს და დამოკიდებულია დაზღვევის პირობებსა და სადაზღვევო ლიმიტებზე. აღნიშნული კორპორაციული დაზღვევა იმით არის გამორჩეული, რომ თანხა ანაზღაურდება თითქმის მინიმალური…

ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

სადაზღვევო პროდუქტი ქართულ ბაზარზე ახლო მომავალში გამოჩნდება. მსოფლიო ბაზარზე ასეთი შეთავაზება დიდი პოპულარობით სარგებლობს და სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაც მაღალია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი მსხვილი სადაზღვევო კომპანიები მზად არიან მარცვლეული კულტურები დააზღვიონ. მინისტრი ვარაუდობს, რომ მოსავლის დაზღვევით ბევრი კომპანია დაინტერესდება.„ალდაგი ბი სი აი“ აგროკულტურის დაზღვევის მიზნით მომხმარებლისთვის შესათავაზებელ ახალ პროდუქტზე…