მზღვეველები უსქესო კლიენტების წინააღმდეგ

2012 წლის დეკემბრიდან ევროპული სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო პოლისის ფასის დათვლისას კლიენტის სქესს მხედველობაში ვეღარ მიიღებენ- დაადგინა ევროპის სასამართლომ.  არსებული სისტემა “მამაკაცებსა და ქალებს შორის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და არასამართლებრივად უნდა იცნოს” აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. (ბლუმბერგის ციტატა). ევროკავშირმა  კანონი სქესის მიმართ თანაბარ მოქცევაზე  2004 წელს მიიღო.თუმცა მზღვეველებმა პრემიის მოცულობის დათვლის დროს სქესის გათვალისწინების შესაძლებლობა შეინარჩუნეს, მხოლოდ…

შესაძლებელი იქნება თუ არა სადაზღვევო პოლისის განვადებით შეძენა?

სადაზღვევო სექტორი პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობს. „სადაზღვევო ასოციაცია“ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ბანკებისთვის სპეციალურ შეთავაზებაზე მუშაობს, რომელიც პოლისების განვადებით შეძენას გულისხმობს. პოლისების ხელმისაწვოდმობის და საცალო გაყიდვების სტიმულირებისთვის ასოციაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მათ შორის ბანკებთან თანაშრომლობაცაა. თუმცა, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ასეთ პროდუქტს საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ექნებოდა და წლიურ 36-40%–მდეც ავიდოდა. ამიტომ…

უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი მაღაროელებისთვის

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” დღეს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას კომპლექსური სადაზღვევო მომსახურების შესახებ.  სადაზღვევო პროგრამა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი „საქნახშირის“ ყველა თანამშრომელს ეხება და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ ”ჯიპიაი ჰოლდინგისა” და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მენეჯმენტი თავად წარუდგენს მაღაროელებს დაზღვევის პირობებს.  ზაზა სადუნიშვილი, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი…

ფრანგული კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა

ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ფრანგული სადაზღვეო კომპანია შემოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საფრანგეთში სტუმრობისას, სადაზღვეო კომპანია “COFACE”-ში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდა. “COFACE”-ის მენეჯმენტმა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ათვისების სურვილი ღიად დააფიქსირა. ფრანგული კომპანია “COFACE” სადაზღვეო ბაზარზე 1946 წელს შევიდა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, “COFACE”-მ 2010 წელს რუსეთის სადაზღვეო ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზიაც მიიღო.2009…

მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციასა და შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია საუნივერსიტეტო პროცესების ეფექტიანობის ამაღლება და სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება; სასწავლო პროცესის ფოკუსირება პრაქტიკის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე, სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და სადაზღვევო ბიზნესში კარიერის დაგეგმვისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოება.სადაზღვევო ასოციაციისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის…

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია 15 წლისაა!!!!

2001 წლის 21 მარტს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას დაფუძნებიდან 15 წელი შეუსრულდა. ჩამოყალიბების პერიოდიდან – 1996 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდში სადაზღვევო ასოციაცია  ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ პროფესიულ კავშირად ჩამოყალიბდა, რომლის უპირველეს მიზნებად დაფუძნების დღიდანვე დასახულია: საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნილების გაზრდა; სადაზღვევო ინდუსტრიის, როგორც მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული და მაღალი ანაგარიშვალდებულებით გამორჩეული სექტორის, ჩამოყალიბების ხელშეწყობა;დაზღვევის და…

Updated MTPL/MPA Insurance Package

IC Group offers auto owners an updated MTPL/MPA insurance package. From now on, customers will have an opportunity to insure their third party liability, plus insure themselves as well as their passengers against personal accidents resulting from a traffic collision. Insurance policy, within the agreed limits, will protect customers from expenses caused by a car…

მოსავლის დაზღვევა უპროცენტო განვადებით

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელი” აგროდაზღვევის სფეროს ანვითარებს და ახალი მიმართულებების დანერგვას იწყებს. კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად, მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. 1 აპრილიდან ფერმერს მოსავლის დაზღვევა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული ზარალისგან, განვადებით შეეძლება.მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, “იმედი ელმა” და კრედომ თავიანთ თანამშრომლებს ერთობლივი სემინარი ჩაუტარეს.მსგავს ერთობლივ პროდუქტს კომპანიები მომხმარებელს 2010 წელსაც სთავაზობდნენ, მაშინ ფერმერს განვადებით…