აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის – 2017 წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება
აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის. მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად განახლებულ მოდელზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. შედეგად, ახალი, გადამუშავებული სახით პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის” მენეჯერი ლევან მაღრაძე „კომერსანტთან” განმარტავს, რომ უწყება პროგრამის გადამუშავებულ ვარიანტზე მუშაობს და კონკრეტულ დეტალებს…










