საქართველო ყველაზე “წამალთმოყვარე” ქვეყანა?!

მსოფლიო ბანკის, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტისა და “კურაციოს” ერთობლივმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართველები მთელ მსოფლიოში  “წამალთმოყვარეობით” გამოვირჩევით და, რაც მთავარია, ეროვნული სამედიცინო დანახარჯებიდან 55%-ს სწორედ წამლებში ვიხდით(!). კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ევროპაში წამლებზე რეკორდული ფასნამატი გვაქვს და იტალია, რომელიც ევროპაში 49%-იანი მედიანური (საშუალო ფასი) ფასნამატით გამოირჩევა, დიდი უპირატესობით ჩამოვიტოვეთ უკან. საქართველოში ფასნამატი 102%-ს(!) შეადგენს და გასაკვირიც აღარ უნდა იყოს, ქართველები ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 55%-ს წამლებში რომ ვიხდით, თუმცა სპეციალისტების აზრით, ასეთი ასტრონომიული ხარჯები მხოლოდ წამლის სიძვირით როდია განპირობებული. დევი ხეჩინაშვილი, ექსპერტი: – არსებობს ეროვნული დანახარჯების სტატისტიკა, სადაც დაფიქსირებულია ჯანდაცვაზე გაწეული ყველა დანახარჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გასწია, სახელმწიფომ თუ მოსახლეობამ. კვლევამ ცხადყო, რომ 2010 წელს ჯანდაცვაზე გაწეული ეროვნული დანახარჯი შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს. ამ სამედიცინო მომსახურების დანახარჯში 55% წამალზე მოდის. მსოფლიოს რომ გადავხედოთ, გამოდის, ქართველები გიჟები ვყოფილვართ, რადგან მსოფლიოში წამალში ამხელა ფულს არავინ იხდის.  საქმე ის არის, რომ ქართველი მომხმარებლის უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს წამლის გენერიული ფორმა (წამლის პატენტი, რომელიც გაცილებით იაფია ორიგინალზე), რომლის ფასი გაცილებით დაბალია. ქართველები გაცილებით მეტ წამალსაც ვსვამთ. მაგალითად, თუ მსოფლიოში ერთი დაავადების სამკურნალოდ პაციენტს 2 სახეობის წამალი ჰყოფნის, ჩვენი პაციენტები იმავე შემთხვევაში ოთხი და მეტი სახეობის წამალს სვამენ.…

აგრო-დაზღვევა საქართველოში

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აგროდაზღვევის სექტორის წილი სადაზღვევო ბაზარზე უნდა იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარების მხრარდამხარ, რადგანაც დაზღვევის ეს ფორმა უზრუნველყოფს ფერმერის შემოსავლების სტაბილურობას და ზრდის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას.  საქართველოს ბაზარზე დღეს აგროდაზღვევის პაკეტი მხოლოდ ოთხ სადაზღვევო კომპანიას გამოაქვს, მაგრამ ინტერესი ამ სფეროსადმი ძალიან დიდია.  2012 წლის 20 თებერვლიდან 8 მარტამდე  საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ბაზაზე  USAID-ის პროექტ…

აგრო-დაზღვევა საქართველოში

საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აგროდაზღვევის სექტორის წილი სადაზღვევო ბაზარზე უნდა იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარების მხრარდამხარ, რადგანაც დაზღვევის ეს ფორმა უზრუნველყოფს ფერმერის შემოსავლების სტაბილურობას და ზრდის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას.  საქართველოს ბაზარზე დღეს აგროდაზღვევის პაკეტი მხოლოდ ოთხ სადაზღვევო კომპანიას გამოაქვს, მაგრამ ინტერესი ამ სფეროსადმი ძალიან დიდია.  2012 წლის 20 თებერვლიდან 8 მარტამდე  საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ბაზაზე  USAID-ის პროექტ…

ჯორჯიან პალას ქობულეთი ავტოაქციაში ერთვება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის  ავტოაქციის ფარგლებში „დაისვენე, როცა გჭირდება“ დამატებით კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჩაერთო. ამიერიდან ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც აქციის ფარგლებში ავტომობილს დააზღვევს, შესაძლებლობა მიეცემა დაისვენოს ქალაქ ბათუმში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში და ასევე, ქობულეთში განთავსებულ სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“. აღნიშნული აქცია ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ალდაგი ბისიაის ქოლ ცენტრში შემდეგ ნომერზე: (832) 2…

ალდაგი ბისიაის მედიქ ქარდი უკვე რეგიონებშია

ამიერიდან, ინოვაციური სადაზღვევო  პროდუქტი მედიქ ქარდი ქუთაისსა და   ბათუმში გაიყიდება. პირველად საქართველოში ალდაგი ბისიაიმ შექმნა პროდუქტი, რომლის შეძენაც შესაძლებელია სამედიცინო  მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრე, ასაკის შეუზღუდავად. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი 99 ლარად, ხოლო თანხის გადახდისთანავე დაზღვეულს შეუძლია მიიღოს 50 ლარის სამედიცინო მომსახურება 100%–იანი თანადაფინასებით. პოლისის მფლობელი მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს…

ალდაგი ბისიაის ახალი ცენტრი

ალდაგი ბისიაიმ ქუთაისში  ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ამიერიდან დაზღვეულები სადაზღვევო მომსახურების მიღებას ახალ, კომფორტულ გარემოში შეძლებენ. ახალ მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სადაზღვევო სერვისის, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში. ახალ სერვის ცენტრში მომსახურების მიღება შესაძლებელია ყოველდღე, გარდა კვირისა.  

მემორანდუმი სადაზღვევო გზამკვლევთან

2011 წლის 27 ივლისს  სადაზღვევო კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო გზამკვლევთან” თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები თანახმა არიან სადაზღვევო გზამკვლევისგან მიიღონ შემოთავაზებული სერვისი, რათა დაზღვეულების კმაყოფილების დონე გაიზარდოს. „სადაზღვევო გზამკვლევი“  საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სამსახურია, რომლის მიზანია საზოგადოებაში დაზღვევის კულტურის ამაღლება, სადაზღვევო სფეროში მომხმარებლის გარკვევა და დაზღვეულებისა და  სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. სადაზღვევო…