სადაზღვევო კომპანიების საახალწლო შეთავაზებები
საახალწლო დღეებში სადაზღვევო კომპანიების ნაწილი მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებს, იუწყება რადიო კომერსანტი.სიახლეებს დაზღვეულებს ძირითადად ბაზრის წამყვანი მოთამაშეები სთავაზობენ. ბაზრის ლიდერი “ალდაგი ბისიაი” სპეციალურ საჩუქარს ავტოდაზღვევის შემთხვევაში აკეთებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ვინც ახალი წლის პერიოდში ავტომობილ ს მათთან დააზღვევს, უფასოდ მიიღებს საგზურს ყვარელში, გუდაურში ან „შერატონში“. „გუდვილთან“ და „ჯი–მარტთან“ ერთად ახალი პროდუქტი ბონუს დაზღვევა გამოიტანა “ჯიპიაი ჰოლდინგმა”,…










