ავტომფლობელებისათვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის კანონპროექტი სოციალური დაცვის ძლიერი მექანიზმია – დევი ხეჩინაშვილი

საქართველოს მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტს ექვსი წლის წინ წარედგინა, მიმდინარე წელს კი თავიდან დაინიცირდა. კანონის მიღების შემთხვევაში მთავრობას კვლავ იგივე მოლოდინები აქვს და თვლის, რომ ეს ეკონომიკის და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთი მასტიმულირებელი იქნება. განხორციელების აუცილებლობას კი, ხელისუფლება კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციებთან…

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირდა

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ეს ტენდენცია ეხება გასაჩვრების სამივე მიმართულებას – მედიაციას, ზედამხედველობას და სასამართლოს. დევი ხეჩინაშვილი ამას მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდით და ასევე იმით ხსნის, რომ კომპანიებმა მათსავე ფარგლებში მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებები შექმნეს. შესაბამისად, დაზღვეულების პრეტენზიებს თავად კომპანიები აგვარებენ. …

„ჯანდაცვის ბარათი“ არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დაზღვევა – ესაა ფასდაკლებების სერვისი“

ბოლო პერიოდში ბაზარზე „ჯანდაცვის ბარათი“ გამოჩნდა. ესაა თვეში გარკვეული, ფიქსირებული თანხის გადახდის შემთხვევაში ფასდაკლებებით სარგებლობის სერვისი სამედიცინო დაწესებულებებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და აფთიაქებში. ფასდაკლების დიაპაზონი 10-დან 75%-მდეა. ჯანდაცვის ბარათი „ვიტა“ საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანიით გამოირჩევა. არის თუ არა აღნიშნული ბარათი კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის „შემავსებელი“ და რამდენად აქვს მას განვითარების პერსპექტივა ქართულ ბაზარზე?…

პროფესორმა კარელ ვან ჰულემ საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით თბილისში, 6 ივნისს,  ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, კარელ ვან ჰულემ, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან. პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, აკადემიური წრის წარმომადგენელი/ლექტორი. იგი 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში,…

„შეიქმნა ილუზია, რომ ყველაფერი მთავრობამ უნდა დააფინანსოს“ – უნდა ამოქმედდეს თუ არა სავალდებულო დაზღვევა?

ონკოპაციენტების მკურნალობისა და ზოგადად, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დგას, რადგან მსოფლიო მედიცინა სწრაფად ვითარდება და ჩნდება ახალი მედიკამენტები და ინსტრუმენტული სერვისები, რაც ძალიან ძვიადღირებულია.  ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ: 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ და 25…

„საბაზისო პაკეტის შემოღებით არამხოლოდ კერძო დაზღვევა გაძვირდება და მოქალაქეებს გაეზრდებათ ჯიბიდან გადახდები, არამედ შემცირდება სადაზღვევო ბაზარიც“

მთავრობა საკანონმდებლო დონეზე გეგმავს დაზღვევის არსებული სისტემის ცვლილებას და საბაზისო სადაზღვევო პაკეტის შემოღებას. ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 700 000-მდე ადამიანს აქვს კერძო დაზღვევის პაკეტი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და მათი დიდი ნაწილი არ ფარავს იმ სერვისებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვაში შედის. აქედან გამომდინარე, მინიმალური კერძო დაზღვევის პაკეტის სერვისები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არსებულ მინიმალურ მომსახურებას უნდა გაუტოლდეს.…

კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარებას ხელს მოქმედი კანონმდებლობა უშლის – ასოციაციის პოზიცია

ის, რომ კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 2023 წელს მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, დაზღვევის სექტორში მოქმედი კანონმდებლობის შედეგია. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კერძო დაზღვევით  730 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. კითხვაზე, რატომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას მეტი ადამიანი, ხეჩინაშვილი პასუხობს, რომ ესაა იმ პრინციპის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ…

„მოგების გადასახადის ესტონური მოდელით ძალიან ბევრი სადაზღვევო ისარგებლებს – გაზრდის ბიზნესს, დასაქმებას და მთლიანად ეკონომიკას“ – დევი ხეჩინაშვილი

„ამ მოდელით წლებია სარგებლობს ყველა კომპანია და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესი. ახლა კი ისარგებლებენ სადაზღვევო კომპანიებიც. ყველა კომპანია, ვინც პლუსშია და ძალიან ცოტაა მინუსში, ისარგებლებს ამ სისტემით. გაზრდის თავის ბიზნესს, გაზრდის დასაქმებას, მთელ ეკონომიკას და ა.შ. “, – ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში სადაზღვევო სექტორში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის…

სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არდი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი ლოიალობით, ნდობითა და კმაყოფილების ინდექსით გამოირჩევა, ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის. განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია არდი სტრატეგიულ გაყოფას განახორციელებს და ბაზარზე ორი კომპანიით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება სრულად ლიცენზირებული, მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელიც მოემსახურება როგორც პერსონალურ…

„იძულებული ვხდებით, გავაჩეროთ სერვისი ან გავაძვიროთ“ – დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილება სექტორისთვის მიუღებელია

დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილებას, რომლის თანახმადაც გადახდის პირობები იცვლება და ხარჯის გაღებას სახელმწიფო, პირველ ეტაპზე კერძო დაზღვევას აკისრებს, სექტორში უარყოფითად აფასებენ. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართოს, რომ დადგენილების პირობები გადაიხედოს და საერთო კონსენსუსამდე მივიდნენ. „მთავრობის ახალი დადგენილებით, პირველ ეტაპზე ხარჯს იხდიან სადაზღვევოები და მერე ფარავს სახელმწიფო,…