სოციალური პროექტი ალდაგისგან კვლავ გრძელდება
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სოციალური პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ ამჯერად ქუთაისის ბავშთა სახლს უმასპინძლებს. სოციალური პროექტი მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დაუვიწყარი დღესასწაულების მოწყობას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებში განთავსებული სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. ალდაგი ბისიაის ორგანიზებით ქუთაისის მზურველობამოკლებული ბავშვები ეწვევიან სათაფლიის ნაკრძალს. ექსკურსიის შემდეგ, სპეციალურად მათთვის, მულტიპულტის გმირები წარმოდგენას გამართავენ. მზრუნველობამოკლებული ბავშვები ამ ჯადოსნურ დღეს…










