საგაზაფხულო აქცია ქალბატონებს!-“ჯიპიაისგან”

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ქალბატონებისთვის სპეციალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო. კომპანიამ მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის ექსკლუზიური პირობები შესთავაზა.თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ”გაზაფხულის პირველ თვეს ორი დღესასწაული ეძღვნება ქალებს. ჩვენც გვინდოდა ერთგვარი სიურპრიზი გაგვეკეთებინა ქალბატონებისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული პირობები. მთელი მარტის განმავლობაში მხოლოდ ქალებისთვის გვაქვს განსაკუთრებული ტარიფი – ავტოდაზღვევის სრული…

ავტოდაზღვევის მსურველებს ფასდაკლება “იმედი-ელისგან”

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელი” “ბანკი რესპუბლიკისა” და “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ერთობლივ აქციაში მონაწილეობს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს “ჰიუნდაის” მარკის ახალი ავტომობილების მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით შეძენა შეეძლებათ. სადაზღვევო კომპანია “იმედი ელი” კი ავტოდაზღვევის სრულ ერთწლიან პაკეტზე მომხმარებელს 20% ფასდაკლებას სთავაზობს. აქციაში ასევე ჩართულები არიან სავაჭრო ქსელები “ევროტექნიკსი”, “სმაილი” და”მაგელანი”, რომლებიც მომხმარებლებს ფასდაკლების ბარათებით დაასაჩუქრებენ. აქცია 1 აპრილამდე…

სოფლის მეურნეობის დაზღვევა გააქტიურდება

2011 წელი ფინანსური სექტორისთვის პირველი სრულყოფილი და ჯანსაღი წელი იქნება 2008 წლის შემდეგ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს. „საქართველოს ფინანსურ სექტორს ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს არამხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ საბანკო სექტორი იქნება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი,“ – აცხადებს ქადაგიძე.ქადაგიძე სადაზღვევო…

ჯიპიაიმ გურჯანიის საავადმყოფოს პროექტი წარადგინა

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა” 70 საწოლიანი საავადმყოფოს პროექტი წარადგინა, რომლის მშენებლობა ქალაქ გურჯაანში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება რეგიონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. გურჯაანში 70 საწოლიანი საავადმყოფოს დაპრეოქტებასა და მშენებლობას თურქული კომპანია „Umut Insaat“ ახორციელებს. „Umut Insaat“ თურქულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიაა,…

სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას იმედი ელ ინარჩუნებს

ქართული სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 83 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამ პერიოდში ბაზრის მოთამაშეების მიერ მოზიდულმა პრემიამ 305 მილიონს გადააჭარბა, ანაზღაურებული ზარალი კი 140 მილიონს შეადგენდა. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერობას კი “იმედი ელი” ინარჩუნებს. სამი კვარტლის მონაცემებით, “იმედი ელმა” 72 მილიონამდე ლარი მოიზიდა,  ხოლო “ალდაგი…

სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების დიდი წილი ჯანდაცვაზე მოდის

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი კომპანიების შემოსავლებში მთავარ როლს ჯანმრთელობის დაზღვევა ასრულებს. ამ ფაქტს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. ბაზრის მიერ 2010 წლის სამ კვარტალში მოზიდული 305 მილიონიდან 216 მილიონი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ბაზრის ლიდერი “იმედი ელის” შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევიდან მიღებული პრემია 61 მილიონია. მთლიანად კომპანიის მოზიდული პრემია 71 მილიონს შეადგენს. “ალდაგი ბისიას” მიერ მოზიდული 52…

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი კომპანია შეემატა

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. კომპანია “უნისონმა” არა-სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან თებერვლის დასაწყისში მიიღო.“უნისონის” გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიის გააქტიურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიდის, ამიტომ დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს.მიხეილ კაკულიას თქმით, არსებულ კომპანიებთან ჯანსაღ კონკურენციას გეგმავენ. იგი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ “უნისონი” სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიასაც აიღებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა დაზღვევით კმაყოფილია(GBC)

საინფორმაციო სააგენტოს, GBC-ის მკითხველთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით კმაყოფილია. ინტერაქტიულ გამოკითხვაში – კმაყოფილი ხართ თქვენი მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით – მონაწილეობა 412 რესპოდენტმა მიიღო. ინტერაქტიული გამოკითხვა ვებ-გვერდზე http://www.gbc.ge/ 7-22 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა.გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა უმეტესობა (45,5%) მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით კმაყოფილია, გამოკითხულთა 42% სერვისით უკმაყოფილოა, 12,5% კი დაზღვეული არ არის.ამ დროისთვის სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობის ლიცენზიებს…

ინტერვიუ გურამ მირზაშვილთან

გურამ მირზაშვილი, სადაზღვევო ექსპერტი 2010 წელსაც ყველაზე აქტიურად კვლავაც ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორი ვითარდებოდა. რატომ ვერ ვითარდება უფრო სწრაფად დაზღვევის სხვა სახეობები? 2010 წელს უკვე აშკარად  გამოიკვეთა შემდეგი  სურათი: საქართველოს  სადაზღვევო ბაზრის ძალზედ  დიდი  წილი  უკავია ჯანმრთელობის დაზღვევას  და ბევრად ნაკლები წილი  –  დაზღვევის სხვა სახეობებს. ადრე ჯანმრთელობის დაზღვევას შედარებით მოკრძალებული ადგილი ეკავა, თუმცა სადაზღვევო ბაზარიც…

საქართველოს ბაზრით AXA Group დაინტერესდა

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ტრანსნაციონალური სადაზღვევო კომპანია AXA Group დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს – საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. AXA Group დაზღვევის და აქტივების მართვის სფეროებში მსოფლიო ლიდერია. მის ჯგუფში დასაქმებული 216 ათასი დაქირავებული თანამშრომელი მსოფლიოს 57 ქვეყანაში 96…