ივნისში, საქართველოში დაზღვეული ფართობების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის 17 300 ჰექტარზე მეტი ფართობია დაზღვეული.
„ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა“ - ასოციაცია [15.06.2023]
სადაზღვევო ბაზარზე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 50 ათასამდე პოლისია მოქმედი. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა.
„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღება რამდენიმე კვირაში იგეგმება. კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით 2024 წლიდან მოუწევთ, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მოცულობა 150-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მოლოდინით, სავალდებულო დაზღვევის პაკეტის ამოქმედების შემდეგ 900 მილიონიანი ბაზარი 30%-ით გაიზრდება.