ინტერვიუ თინათინ სტამბოლიშვილთან

ინტერვიუ სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან თინათინ სტამბოლიშვილთან

1 მარტიდან "ჯი-პი-აი ჰოლდინგმა" სპეციალური აქცია დაიწყო და მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის განსხვავებული პირობები შესთავაზა. რით განსხვავდება ეს პირობები სტანდარტულისგან და რა გამოხმაურება აქვს აქციას დაწყებიდან დღემდე?

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ თავისი აქციით აქცია ქალბატონებისთვის დაზღვევის ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. ეს არის აქცია შეღავათიანი და ფიქსირებული ტარიფით. მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. დაზღვევის სრული პაკეტის ღირებულება მანქანის ღირებულების სამ ნახევარ პროცენტს შეადგენს, ხოლო ნაწილობრივი პაკეტი - ორნახევარი პროცენტი. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენი მანქანა 10 000 დოლარი ღირს, წელიწადში იხდით 350 დოლარს, რაც თვეში დაახლოებით 30 დოლარი გამოდის. გარდა ამისა, ჩვენი მობილური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ადგილზე და მოაგვარებს ყველა პრობლემას. თუ მანქანის გადაადგილება შეუძლებელია, ჩვენი მობილური ჯგუფი ქალბატონს სახლამდე მიაცილებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი მარტო ზის საჭესთან. ახალი ტარიფით მძღოლი ქალბატონების დაზღვევა მცირე დროშიც პოპულარული გახდა, ყოველდღიურად ათობით ქალბატონი აზღვევს თავის მანქანას.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან "ჯი-პი-აი"-მ დაიწყო პარტნიორული პროექტი კომპანია "ულუსოისთან". მათი ყველა მგზავრი "ჯიპიაი ჰოლდინგში" იქნება დაზღვეული და რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს პროექტი?

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თურქული სატრანსპორტო კომპანია „ულუსოიმ“, რომელიც საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, და პირიქით მგზავრობას უზრუნველყოფს, თავისი მგზავრები „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დააზღვია. კომპანიას თურქეთის გავლით მგზავრები ევროპაშიც გადაჰყავს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ  კომპანიის ტრანსპორტი ტექნიკურად გამართულია და მგზავრობის ფასიც არ განსხვავდება სხვა კომპანიებისგან. მარშრუტის განურჩევლად, ყველა მგზავრი დაზღვეულია მთელი მგზავრობის განმავლობაში. და რაც არ უნდა მოხდეს, ისინი უპატრონოდ არ დარჩებიან. საქართველოში ჩვენი ჯგუფი, ხოლო სხვა ქვეყნებში სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაჩნდებიან იქვე და გაუწევენ საჭირო დახმარებას. ხშირად იყო თურქეთისკენ მიმავალი ავტობუსის გადაბრუნების შემთხვევა. რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევას, საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სადაც სავიზო რეჟიმია, მგზავრი ვალდებულია სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება მოხსნილია. გამოდის, რომ ისინი დაუზღვევლები არიან და არც კი ფიქრობენ ამაზე. არადა, სამოგზაურო დაზღვევა  ძალიან იაფი ღირს, დღეში 1 ლარი და 50 ათასი ევროს ფარგლებში ფარავს საზღვარგარეთ მკურნალობას იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა. მოვუწოდებ, რომ ყველამ შეიძინოს ასეთი დაზღვევა და დაიცვას თავი ყველანაირი რისკისგან. ასეთი დაზღვევის პოლისები იყიდება ყველა სადაზღვევო კომპანიაში და მათ შორის ჩვენი კომპანიის ოფისშიც.

დაახლოებით 1 თვის წინ ახალი საავადმყოფოს პროექტი წარადგინეთ, რომელიც გურჯაანში შენდება. რა ეტაპზეა ჰოსპიტლების მშენებლობის პროქტი, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე თქვენი კომპანიის ქოლგის ქვეშ 10 ჰოსპიტალი უნდა ამოქმედდეს?

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 2011 წელს 10 ჰოსპიტალის მშენებლობა უნდა დაამთავროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მშენებლობის პროცესი სრული ტემპით ათივე ობიექტზე მიმდინარეობს. სახელმწიფოს უმწეოთა სოციალური დაზღვევის პროექტის ფარგლებში ჩვენმა კომპანიამ რომელ რეგიონშიც გაიმარჯვა, იქ აშენებს თანამედროვე და კომფორტულ საავადმყოფოებს. ეს იყო ტენდერის პირობა, და ჩვენი კომპანია ასრულებს თავის ვალდებულებას. ჰოსპიტლებში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონალური მკურნალობა. პირველ პაციენტებს საავადმყოფოები 2011 წლის დეკემბერში მიიღებენ. მოვიზიდავთ სპეციალისტებს სხვადასხვა ქალაქებიდან,  საავადმყოფოებში მომუშავე ექიმებს მუდამ მივცემთ იმის საშუალებას, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და სერვისის დონე არ დაეცეს. მინდა აღვნიშნო, რომ კადრების შერჩევისას, ადგილობრივ  კადრებს მიენიჭებათ პრიორიტეტი.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia