ისტორია


2010 წელს, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის შემდეგი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად:
• ჯანმრთელობის დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნებაყოფლობით მოცვა;
• საქართველოში სადაზღვევო პროდუქციის არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელთა კონსულტირება და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
• საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნილების გაზრდა,
გადაწყდა მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული სამსახურის - სადაზღვევო გზამკვლევის - ჩამოყალიბება.  გზამკვლევმა მუშაობა  2010 წლის აგვისტოში დაიწყო. გზამკვლევი მომხმარებელს უწევს კონსულტაციას საქართველოში არსებული ყველა სახის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე
უზრუნველყოფს მოსახლეობის დაზღვევასთან დაკავშირებული აზრის გამოკითხვასა და  არაფორმალურ განათლებას; აწარმოებს ჯანმრთელობის დაზღვევასთან  დაკავშირებული  დავების მოგვარებას - მედიაციას.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia