25 მარტის „ღია სტუდიის“ სტუმარი სადაზღვევო კომპანია "ვესტის" დირექტორი ავთანდილ ავლოხაშვილი

"საქართველოში სადაზღვევო ბაზარი  მზარდია. 2011 წელი 2010 წელს რომ შევადაროთ საგრძნობ განსხვავებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. სადაზღვევო კომპანია „ვესტი“ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა და ბუნებრივია უფრო გამოცდილ  სადაზღვევო კომპანეიბთან კონკურენციის პირობებში ადვილი არ იყო საკუთარი ადგილისა მოპოვება. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ჩვენი კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს სადაზღვევო ბაზარზე 5 პროცენტიან წილს. ჩემი აზრით ეს კომპანიაში მომუშავე პროფესიონალების გამო მოხდა. საქმე ისაა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ საქმით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის დაინტერესებასაც. ჩვენი კომპანიის მოქნილობა ფილიალების სიმრავლეშიც აისახება. თბილისში 6 ოფისი გვაქვს გახსნილი, სადაც მსურველს მისვლა ადვილად შეუძლია. სულ ახლახანს გავხსენით ფილიალი ბათუმში. გვაქვს ფილიალი ფოთში.
მალე იგეგმება ოფისის გახსნა ქუთაისშიც. გამოდის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს შუძლია ადვილად იპოვოს ჩვენი კომპანიის ოფისი და შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ დირექტორმა ავთანდილ ავოხალშვილმა „ღია სტუდიის“ ეთერში.
„ჩვენი კომპანიის მომავალი ნაბიჯი დაინტერესებულ პირებთან მათთვის საურველ ადგილზე მისვლა იქნება. ამით დაზღვევა უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ჩვენი აგენტები მივლენ ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებასთან და ადგილზე გააცნოს დაზღვევის პირობები, გაუწიოს მისთვის საჭირო კონსულტაცია და შესთავაზოს მისთვის შესაფერისი დაზღვევის პოლისი.“- აცხადებს კომპანია „ვესტის“ დირექტორი.
კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, „ვესტი“ ახორციელებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თითოეულ პროფესიაში არსებობს შეცდომები. ჩვენი კომპანია სთავაზობს ექიმებს, ადვოკატებს, არქიტექტორებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმინობისას დაშვებული შეცდომების დაზღვევას.
ბუნებრივია ადამიანები არიან და არა რობოტები, ამიტომ შეცდომებისგან დაცული ნამდვილად არავინ არის. მაგალითისთვის ავიღოთ ექიმის საქმიანობა. მან, შესაძლოა, არასწორი დიაგნოზი დასვას ან რეცეპტი გამოწეროს არასწორად, ან კიდევ უარესი, ოპერაციის დროს დაუშვას შეცდომა. ბუნებრივია ამით ზიანი ადგება მის პაციენტს. იმ პასუხისმგებლობას რასაც ექიმი თავის თავზე აიღებს, საუბარია მატერიალურ პასუხისმგებლობაზე, სადაზღვეო კომპანია იღებს თავის თავზე.
დიდი ინტერესია ექიმების და აუდიტორების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. აუდიტორის დასკვნის საფუძველზე შესაძლოა ორგანიზაციას  ზარალი მიადგეს. პრაქტიკიდან გამომდინარე, აუდიტორმა თვითონ იცის დაახლოებით რა ზარალი შეიძლება მიადგეს კომპანიას. ამიტომ აუდიტორი თვითონ გვეუბნება, რა ზარალზე უნდა დაზღვევა. ამის შემდეგ ჩვენ ვთვლით რა დაუჯდება მას თვეში დაზღვევის საფასური.
ეს საფასური მსოფლიოში სხვადასხვა ციფრზე ადის. მაგალითად, ლონდონში მილიონებამდე ადის ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს რომ პრემიაც მაღალია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგხელა რისკებზე ჯერ არ მივდივართ - გამოვდივართ საშუალო სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე. გათვლების და სტატისტიკის გარეშე ამაზე კომპანია ვერ დათანხმდება.
ჯერჯერობით, 5 ათასამდე კაცია დაზღვეული და ძირითადად ექიმები, რომლებმაც ყველაზე კარგად გაიაზრეს ის საშიშროება, რაც შეიძლება მოხდეს მათი პროფესიიდან გამომდინარე.

 

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia