სახელმწიფოს ახალი დაზღვეულები ჰყავს
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 2010 წლის დადგენილების საფუძველზე, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებენ: საჯარო სკოლების მასწავლებლები; სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალი; პროფესიული სწავლების ცენტრების პედაგოგები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელები, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური, ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების თანამშრომლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები.
სააგენტოს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ბენეფიციარები იმ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით ისარგებლებენ, რომლებიც მთავრობამ 2010 წლის გაზაფხულზე კონკურსის წესით შეარჩია.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, იანვრიდან პროგრამაში 72 338 ბენეფიციარი ჩაერთო. ამ ეტაპზე სახელმწიფო დაზღვევით სულ 957 663 ადამიანი სარგებლობს. სახელმწიფო თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობის დასაზღვევად რეგიონების მიხედვით განსხვავებულ ტარიფს იხდის, რაც საშუალოდ თვეში 8-დან 13 ლარამდეა.
პედაგოგების დაზღვევას ჯანდაცვისა და მეცნიერების სამინისტრო ვაუჩერიზაციით ახორციელებდა.
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებული პირები და მზრუნველობამოკლებული ბავშვები 2010 წლიდან სარგებლობენ.

20.01.2011