რადიო სტუმარი დევი ხეჩინაშვილი
2011 წლის 18 თებრვლიდან საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით დაიწყო „სადაზღვევო გზამკვლევის“ გადაცემების ახალი ციკლი. „სადაზღვევო გზამკვლევი“ გადაცემით „ღია სტუდია“ გადის პირველი საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, ყოველ პარასკევს, 2 საათზე. „სადაზღვევო გზამკლევის“ მიზანია მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაზღვევის სხვადასხვა სახეობებზე, ისაუბროს დაზღვევის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მიიღოს მოსახლეობისგან მაქსიმალური ინფორმაცია მის საჭიროებებთან და სურვილებთან დაკავშირებით, უპასუხოს მსმენელის შეკითხვებს.
პირველი გადაცემის სტუმარი საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი იყო. რომელმაც ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის მიერ ახლახანს ჩატარებულ კვლევაზე „ჯანდაცვის სერვისების გამოყენება“.
„მსგავსი კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, შედეგებიდან კი ირკვევა, როგორ მოიხმარენ საქართველოს მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისებს. მსოფლიო ბანკის კვლევა გაკეთებულია ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილზე, პროფესიონალების მიერ, და აჩვენებს, როგორ შეიცვალა მომსახურების მიღების სურათი 2007 წლიდან დღემდე. კვლევა არ ეხება იმ საკითხს კარგია დაზღვევა თუ არა. კვლევის შედეგები მართლაც ძალიან საინტერესოა. დავიწყებ კარგი ამბით. კვლევის შედეგების მიხედვით, 2007 წელთან შედარებით, საზოგადოებაში 50 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც 2007 წელთან შედარებით მათთვის საჭირო მომენტში საავადმყოფოში უფასოდ იმკურნალა. 2007 წლიდან დღმდე დაზღვეული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდაც მიუთითებს იმაზე, რომ უკეთესად მუშაობს სისტემა. კვლევის შემდგომი საინტერესო თემა ისაა, რომ შეფასდა სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდა. გვაქვს ძალიან საინტერესო სურათი - ჰოსპიტალური ფასები ინფლაციაზე ნაკლებად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ზრდა ფაქტიურად შეჩერდა. ანუ საშუალოდ ჰოსპიტალიზაცია თუ 2007 წელს ღირდა 600 ლარი, ახლა ღირს 680 ლარი“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
რაც შეეხება ცუდ მხარეებს, მსოფლიო ბანკის კვლევა აჩვენებს, რომ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს ფარმაცევტულ ნაწილში. დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ფარმაცევტული დანახარჯები წარმოუდგენლად გაიზარდა.
„ კვლევა ცხადყოფს, რომ 2007 წელს საშუალოდ საქართველოს მოქალაქე ხარჯავდა 101 ლარს და ახლა ხარჯავს 191 ლარს. ეს ძალიან დიდი ზრდაა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი საერთო დანახარჯები ჯანდაცვაზე, 50 პროცენზე მეტი მიდის წამალში. პარალელურად, კვლევა აჩვენებს რომ იმიტომ რომ წამალმა წაიღო არსებული ფულის დიდი ნაწილი, ჯანდაცვის სხვა სერვისებს ფული დააკლდა.“
„ კვლევის თანახმად, გვაქვს მონაცემი რომელიც ევროპულს უტოლდება. 100 დაზღვეული ადამიანიდან 12-მა მიიღო ჰოსპიტალური მომსახურება, რაც სერიოზული მაჩვენებელია. დიდი პრობლემა გვაქვს პირველად ჯანდაცვაში, ანუ ოჯახის ექიმის და პოლიკლინიკური სერვისით სარგებლობაში. აქ სურათი გაცილებით უარესია. ამ სერვისების მოხმარება არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. რაც მთავარია, სტუქტურა აჩვენებს, რომ სერვისის გამოყენება ოჯახის ექიმების დონეზე, ნაკლებად ხდება. ადამიანები პოლიკლინიკას და საავადმყოფოს უფრო ხშირად აბულატორიული სერვისის მისაღებად მიმართავენ. ამის შედეგიც სახეზეა, საავადმყოფოში გაწეული სერვისების სტრუქტურას თუ ვნახავთ, საქართველოს პირობებში ორი მესამედი გადაუდებელი შემთხვევებია. ნორმალურ ქვეყანაში გადაუდებელი შემთხვევების რაოდენობა 15 პროცენტს არ სცილდება. ანუ ადამიანებს დროზე უფიქსირდებათ არსებული პრობლემა და დროზე ხდება მისი მკურნალობა. და არა მაშინ, როცა უკვე გადაუდებელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.“
დევი ხეჩინაშვილის აზრით, მომავალი წლების სისტემის გასამართად დიდი ყურადგება უნდა მივაქციოთ ორ საკითხს: წამლების მოხმარებას - მისი წილის შემცირებას და ამბულატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდას.
„მე ვფიქრობ რომ რეალისტური შეფასება გაკეთდა. მომავალი ორი- სამი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის. იქმნება საავადმყოფოები, რომელიც ადგილობრივ დონეზე მოიტანს პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებას. დიდი ძალისხმევა მიემართება იქითკენ, რომ ე.წ. ჯანდაცვის საიფორმაციო სისტემა შეიქმნას. ყველას გვესმის, რომ დროული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაციის გარეშე, ძნელია გადაწყვეტილების მიღება და შეფასება. ძალიან მნიშვნელოვან ძვრებს ველით და ვმონაწილეობთ, რომ კვალიფიციური ექიმებმა კიდევ უფრო ადეკვატური განათლება მიიღონ. ანუ უფრო კვალიფიციური ჯანდაცვისკენ მიდის საქმე. საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის იდეა მნიშვნლეოვნად უფრო გამაგრებულია, ბევრი მოგვმართავს კითხვებით, რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ყინული დაძრულია. კარგად მესმის, რომ ბაზარზე პრობლემაა საცალო პროდუქტების ფასთან და ხარისხთან დაკავშირებით. აქ ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. ეს მხოლოდ ის არ არის, რომ კომპანიებმა უკეთესი პროდუქტი გამოიტანონ ბაზარზე. მომხმარებლის სურვილი და ინტერესი და დაზღვევის პროდუქტების მოწოდება ბაზარზე უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს.“