რადიო სტუმარი თინათინ სტამბოლიშვილი
2011 წლის 11 მარტის რადიო გადაცემის სტუმარი გახლდათ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი. მსმენელს საშუალება აქვს პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვა მოწვეულ სტუმარს და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო საკითხზე. (40 92 92 სტუდიის ტელეფონის ნომერი)
დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად, გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და საკმაოდ მაღალი ფინანსური რისკის შემცირება დაზღვევით შეიძლება. საქართველოში ყველაზე მეტად განვითარებული ჯანმრთელობის დაზღვევა და ავტოდაზღვევაა. საზღვარგარეთ დაზღვევის გარეშე არავინ ცხოვრობს - განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.
"ზოგს ჰგონია, რომ დაზღვევა ერთგვარად ფუფუნების საგანია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. უცხოეთში ცნობილია, რომ დაზღვევა მდიდრებისთვის სულაც არ არის. ადამინისთვის, ვისაც საშუალო შემოსავალი აქვს, დაზღვევა უფრო მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, როცა შეძლებული ადამიანი ხარ, ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნება თუ მანქანას ან შენს ქონებას შეემთხვევა რამე, იმდენად დიდი დანაკარგი არ იქნება ფინანსურად.
მდიდარ ადამიანს კრიტიკულ მომენტებში სხვისი დახმარების გარეშეც შუძლია გაუმკლავდეს პრობლემებს. საშუალო და მცირე შემოსავლის პირობებში, დაზღვევა მით უფრო საჭიროა, რადგანაც რაიმე შემთხვევის დროს, იცი რომ შენს უკან კომპანია დგას და დაგეხმარება ზარალის დაფარვაში."
მისივე თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევა და ავტოდაზღვევა საქართველოში ყველაზე მეტადაა განვითარებული და პრიორიტეტული ბევრი ადამიანისთის.
" ჩვენი კომპანიაც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მარტის თვიდან დაიწყო აქცია ქალბატონებისთვის და მათ ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. ეს არის აქცია შეღავათიანი და ფიქსირებული ტარიფით. მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის ასაკი, მანქანის მართვის გამოცდილება და სხვა. დაზღვევის სრული პაკეტის ღირებულება მანქანის ღირებულების სამ ნახევარ პროცენტს შეადგენს, ხოლო ნაწილობრივი პაკეტი - ორნახევარი პროცენტს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენი მანქანა 10 000 დოლარი ღირს, წელიწადში იხდით 350 დოლარს, რაც თვეში დაახლოებით 30 დოლარი გამოდის. გარდა ამისა, ჩვენი მობილური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ადგილზე და მოაგვარებს ყველა პრობლემას.
თუ მანქანის გადაადგილება შეუძლებელია, ჩვენი მობილური ჯგუფი ქალბატონს სახლამდე მიაცილებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი მარტო ზის საჭესთან. ახალი ტარიფით მძღოლი ქალბატონების დაზღვევა მცირე დროშიც პოპულარული გახდა, ყოველდღიურად ათობით ქალბატონი აზღვევს თავის მანქანას."