რადიო სტუმარი ნუცა კოღუაშვილი, ალდაგი ბისიაი

“კვლევებმა და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ წინასწარ თავისი რისკის განსაზღვრა, შეფასება და ამ რისკში ფულის გადახდა. რადგანაც დაზღვევის საფასურიც კი მათთვის დიდ თანხას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ინდივიდუალური დაზღვევა საქართველოში არ არის კარგად განვითარებული. რა მოხდება ზეგ? ამის წინასწარ განსაზღვრა და შეფასება გვიჭირს - განაცხადა რადიოში სტუმრობისას „ალდაგი ბისიასი“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნუცა კოღუაშვილმა.
„ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე როგორი პროდუქტი შეგვექმნა, რათა ყველასთვის სასურველი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. კვლევამ აჩვენა, რომ როცა ადამიანს რაღაცა სჭირდება მაშინ გაცილებით უადვილდება თანხის გადახდა.“
„ეს არის ძალიან მარტივი პროდუქტი, რომლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იხდის თანხას, როცა მას სამედიცინო მომსახურება სჭირდება. ანუ მას არ უწევს წინასწარ იფიქროს იმაზე თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. დასჭირდება სამედიცინო მომსახურება? ყიდულობს პოლისს და 5 წუთში შეუძლია ნებისმიერი ამბულატორიული მომსახურება მიიღოს უფასოდ.
ყველამ ვიცით, რომ დაზღვევა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ჩვენი კომპანიის „მედი ქარდით“ არანაირი პროცედურის გავლა არ სჭირდება მომხმარებელს.  მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი საბუთების გარეშე მიიღოს მომსახურება 5 წუთში. როგორ მიმდინარეობს პროცედურა: გადავცემთ მომხმარებელს ბარათს, და მის პირობებს, და მას შეუძლია თანხა არ გადაიხადოს, და ქონდეს ეს ბარათი სახლში რამდენი ხანიც უნდა ერთი წლის მანძილზე. იმ მომენტში როცა მას დასჭირდება სამედიცინო ამბულატორიული მომსახურება, შეუძლია მივიდეს ჩვენი ოჯახის კლინიკის ქსელში, იქვე გადაიხადოს თანხა და ბარათი მაშინვე გააქტიურდება.
რას მოიცავს ეს პროდუქტი? ეს არის ამბულატორიული მომსახურება - დაფარული შეუზღუდავად 50 პროცენტიანი თანაგადახდით. რაც მთავარია, ლიმიტი არ გააჩნია და რამდენჯერაც დასჭირდება მომხმარებელს იმდენჯერ მივა და გამოიყენებს დაზღვევას წლის განმავლობაში.
ეს პროდუქტი ფარავს როგორც ამბულატორიულ მომსახურებას, ისე თვეში გადაუდებელ ჰოსპიტალურ მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდიდან 5 წუთში აქტიურია ამბულატორიული მომსახურება, ხოლო ბარათის გააქტიურებიდან ერთ თვეში ჰოსპიტალური დაფარვაც, 2500 ლარის ფარგლებში.
ეს პროდუქტი ღირს თვეში 8 ლარი, წელიწადში კი 99 ლარი. თანხის გადახდის თანავე 5ო ლარის მომსახურება მომხმარებელს უნაზღაუდება 100 პროცენტიანი დაფარვით ანუ უფასოდ. მაგალითად, მიდიხართ გამოკვლევაზე, იხდით 99 ლარს, მაშინვე 50 ლარის მკურნალობას იღებთ უფასოდ. გამოდის რომ დარჩენილი 49 ლარით მთელი წელი გაქვთ დაზღვევა და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ ის.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia