სიახლე აგროდაზღვევაში. რადიოსტუმარი ლაშა ნიკოლაძე
სტუმრად რადიოში სადაზღვევო კომპანია იმედი-ელ-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე
ჩვენი კომპანია უკვე 16 წელია ფუნქციონირებს და ერთ-ერთი ყველაზე ძველი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე. ამ წლების განმავლობაში შერწყმა სხვა კომპანიებთან არ განუცდია. დაფუძნების დღიდან ჩვენი უცხოელი პარტნიორი ყოველთვის იყო ან სადაზღვევო, საგადაზღვევო ან ფინანსური ინსტიტუტი.
2007 წლიდან ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი სოლიდური აქციონერი გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(IBRD), რაც ჩვენი კომპანიის სტრატეგიაზეც მეტყველებს - შეინარჩუნოს სადაზღვევო პროდუქტების მაღალი ხარისხი.
კომპანია აგრო რისკების დაზღვევას უკვე 10 წელია ახორციელებს. საქართველოსთვის ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი კახეთი და მევენახეობაა.
ჩვენი კლიენტებისთვის კარგად არის ცნობილი ის სიკეთეები, რაც ჩვენთან თანამშრომლობით მიიღეს. შეგახსენებთ მოკლედ ისტორიას: რუსეთის ემბარგო, ფინანსური კრიზისი, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ ჩვენი კლიენტების რაოდენობაზეც. კარგად მოგეხსენებათ რა სიძნელეეებს გაუძლო არამარტო ფერმერებმა, არამედ საქართველოს ეკონომიკამ.
დაზღვევა არ არის ინვესტირების გზა, ეს არის არსებულის შენარჩუნება და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი.
არა მარტო იმედი- ელ-ის, არამედ სხვა კომპანიების დაზღვევის ხეირია ისიც, რომ რამდენიმე ფერმერული მეურნეობა დიდი ზარალს და გაკოტრებას გადარჩა. ამ პერიოდში საკმაოდ მათ დიდი რაოდენობის ზარალი მიიღეს და რომ არა სადაზღვევო კომპანიის გადახდები, ჩვენი კონკრეტული კლიენტები უბრალოდ განადგურდებოდნენ.
აღსანიშნავია ის, რომ საქართველოში ბევრი ფერმერი საკრედიტო ურთიერთობებით მუშაობს და არსებობს. მათი ქონებაც ბანკში უზრუნველყოფად არის წარდგენილი. ასე რომ, ის რისკავს არა მარტო მოსავლით, არამედ მთელი თავისი ქონებითაც.
საქართველოში ფერმერული მეურნეობა, როგორც ბიზნესი, დიდად განვითარებული არც ადრე იყო. შესაბამისად, მის თანხმლებ აგროდაზღვევასაც ვერ განვიხილავთ როგორც დიდ სეგმენტს. ამ წლების განმავლობაში იმედი-ელ-ის ზარალებიც, თუ მოზიდულ პრემიას შევადარებთ, პრაქტიკულად, იდენტური იყო.
ჩვენი კომპანიის მიზანი იყო ის, რომ არ გაგვეწყვიტა ურთიერთობა ფერმერებთან. თორემ აგროდაზღვევა მოგების წყარო არ გახლავთ საქართველოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი კომპანია ყოფილიყო მრავალპროფილიანი და ჰქონოდა აგროდაზღვევის ხაზიც და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ადამიანებისთვის გვესწავლებინა, გვეჩვენებინა რა არის აგროდაზღვევა.
ეს საქმიანობის საკმაოდ რთული სეგმენტია. თითოეული სიახლე ძალიან რთულად მიდის მათთან. წლევანდელი წლის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ აგროსექტორის განვითარება.
ამ სეგმენტს სჭირდება განვითარება და მასზე მოთხოვნაც დიდია. შორს რომ არ წავიდეთ, სამომხმარებლო კალათის ფასებიც გაზრდილია აგროსექტორში ამ მდგომარეობის გამო.
საქართველოს აგროსექტორის 95 პროცენტი წვრილი და ე.წ. გლეხური მეურნეობები გახლავთ. ძალიან ცოტაა ის, რასაც შეგვიძლია ფერმერი და ფერმერული გაერთიანებები დავარქვათ. ფინანსურ ინსტიტუტებს უჭირთ მუშაობა წვრილ ფერმერებთან.
იმედი-ელ-მა, კონკრეტული მუშაობის შედეგად, მიაკვლია რამდენიმე გზას და წელს დავაანონსეთ კიდეც. გავაფორმეთ რამდენიმე ხელშეკრულება.
იმედი ელი აზღვევს ყველა იმ კულტურას, რომელიც ამ მიწაზე მოდის და ტიპურია ამ მიწისთვის. მაგალითისთვის, ბანანს არ დავაზღვევთ. დაზღვევის სურვილი ბოლო 11 წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო, მაგრამ ადამაინს არ ჰქონდა თანხები იმისთვის რომ ეს დაზღვევა ეყიდა. გლეხს, პრაქტიკულად, წინა მოსავლიდან კვლავწარმოების თანხა რჩებოდა მხოლოდ და ისიც ნაწილობრივ უნდა დაეფინანსებინა ბანკიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან.
ჩვენი კომპანიის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული ტიპის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ძირითადად ეს არის მიკრო-საფინანსო ინსტიტუტები და რამდენიმე ბანკი (რომელიც აგრო სეგმენტში ადრეც მუშაობდა, თუმცა მათი დაკრედიტების ცოტათი მსხვილი), ვაკრედიტებთ არა მარტო გლეხის ფინანსურ მოთხოვნილებას წარმოებისთვის, არამედ მათ სადაზღვევო მოთხოვილებასაც.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ადამიანს თუ აქვს ერთი ჰექტარი სიმინდი და მას სჭირდება 1300-1400 ლარი კულტივაციისთვის. მას ასევე სჭირდება გარკველი თანხა ამ მიწაზე მოსავლის დასაზღვევად. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მთალიანად უფარავენ გლეხს ამ მოთხოვნილებას.
რაც მთავარია, ფერმერისგან უკუგებას ფინანსური ინსტიტუტი იღებს მხოლოდ მოსავლის აღების შემდგომ. არის მეორე ვარიანტიც, როცა ფერმერს კვლავწარმოებისთვის თანხა არ სჭირდება და სჭირდება სახსრები მხოლოდ დაზღვევისთვის, მაშინ ასეთი ორგანიზაციები აძლევენ თანხას რომ სადაზღვევო პრემია გადაიხადოს ზუსტად იგივე პრინციპით. რეალურად ფერმერი მხოლოდ მოსავლის აღების შემდეგ იხდის თანხას.
წინა რეჟიმის დროს, არანაირი სტატისტიკა თუ რა ოდენობით მოდის მოსავალი ამ მიწაზე არ არსებობდა.
კახეთის რეგიონზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე დიდი რისკი იყო და არის სეტყვა. წლების განმავლობაში არაკვალიფიციური და დამახინჯებული სტატისტიკის პირობებში, ჩვენ პრაქტიკულად სადაზღვევო ყამირზე მოგვიწია მუშაობამ. ბუნებრივია, კომპანიისთვის რთულია რაიმეს განსაზღვრა სტატისტიკის გარეშე. „იმედი ელ-მა“ ამ წლების განმავლობაში თავისი სტატისტიკის ჩამოყალიბება სცადა. სოფლების მიხედვით შეგვიძლია გავსაზღვროთ მოსალოდნელი ზარალი, რა თქმა უნდა, მეტრის სიზუსტით ამის თქმა შუძლებელია.