დაზღვევის პროფესიული სწავლების პრობლემა

29 აპრილის „სადაზღვევო გზამკვლევის“ რადიო-სტუმარი ექსპერტი დაზღვევის საკითხებში გურამ მირზაშვილი

სადაზღვევო ბაზრის ზრდასთან ერთად დაზღვევის პროფესიული სწავლების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. რა სიახლეებია ამ მიმართულებით და როგორ ცდილობს არსებული ცოდნის დეფიციტის აღმოფხვრას დაზღვევის პროფესიული სწავლების ცენტრი?

არ იქნება სწორი, რომ დაზღვევის პროფესიულ სწავლებასა და განათლებაზე განცალკევებულად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამგვარი განათლების სისტემის დონე და ეფექტურობა ქვეყანაში დიდწილად დამოკიდებულია ზოგადად განათლების  სფეროს განვითარებასა და მის მოთხოვნაზე. ასევე იმაზე, თუ რა კრიტერიუმებია ზოგადად სახელმწიფოში ამა თუ იმ პროფესიასთან მიმართებაში. საქართველოში სადაზღვევო ინდუსტია ძალიან ახალგაზრდაა და 20 წელს ითვლის. აქედან ნახევარი ის უფრო უსისტემო  ბაზარი იყო. ეს დრო, ბუნებრივია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში დალაგებული მოთხოვნები და განათლების სისტემა ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით.
ზოგიერთ უნივერსისტში არის მოკლე კურსები, რომლებიც ზოგად წარმოდგენას უქმნის სტუდენტს დაზღვევის სფეროზე.
რაც შეეხება ჩვენი პროფესიული სწვლების ცენტრს (სადაზღვევო პროფესიული განთლებისა და  კონსულტირების ცენტრი) მიზნად დავისახეთ ორი ამოცანა. ვიფიქრეთ, რომ დადგა ის დრო, როცა განათლების პროცესის  სპონტანურ მცდელობებს უნდა მიეცეს  სისტემური ხასიათი.
ცენტრი მოქმედებს ორი მიმართულებით: ხარისხიანი მიწოდების შექმნა, ანუ ამუშავებს სხვადასხვა დონისა და სპეციფიკის კურსებს თავისი სათანადო მასალებით და სერტიფიცირების სისტემით.
მეორე მიმართულებაა სადაზღვევო ინდუსტრიაში სათანადო მოთხოვნის გაჩენა კადრების მიმართ. ანუ სადაზღვევო კომპანიამ კარგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი მთხოვნები. დაზღვევის კუთხით არაა აღიარებული განათლების მიღების ის მოდელი, რომელსაც კომაპნიის წარმომადგენელი დაეყრდნობა ახალი კადრების შერჩევისას. ბუნებრივია დაზღვევის სხვადასხვა სახეობებიც სხვადასხვა ტიპის თანამშრომელს ითხოვს, მაგალითად: გამყიდველი, აგენტი, ანდერაიტერი,  რომლებსაც რეალურად სხვადასხვა ტიპის საბაზისო განათლება სჭირდებათ. 

დაზღვევის პროფესიონალების დეფიციტი თბილისშიც საკმაოდ მწვავეა. სავარაუდოდ, რეგიონებში ეს პრობლემა კიდევ უფრო საგრძნობია. როგორ უნდა მოხდეს რეგიონებში კვალიფიცირებული კადრების მოზიდვა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო კომპანიების თბილისს გარეთ აქტიურობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება

 
რეგიონებში  ძირითადად დიდი კომპანიების ფილიალებია. ჯერჯერობით, ეს ფილიალები  გაყიდვის ფუნქციებს ასრულებენ, ანუ არიან გარკვეულ წილად  შუამავლები კომპანიასა და მომხმარებელს შორის. საბაზისო გადაწყვეტილებების მიღება ხდება სათაო ოფისებში, სადაც თანხმდება ყველაფერი და იქიდან იღებენ მითითებებს ფილიალები. დროთა განმავლობაში იმედი მაქვს რომ ამ ფილიალების ფუნქციები განვითარდება და ეს საკითხიც აუცილებლად დადგება.

როგორც ბევრ სხვა ახალ სპეციალობაში, დაზღვევაშიც ალბათ არსებობს შესაბამისი სახელმძღვანელოების და სხვა საგანმანათლებლო მასალების დეფიციტი. რა გზებით ხდება ამ დანაკლისის შევსება?

  
ნამდვილად არის დეფიციტი. სახელმძღვანელოს დაწერა ჩემი გადასახედიდან საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ამის გაკეთებას ღრმა წარმოდგენების გარდა, ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ჯერჯერობით ვცდილობთ არა სახელმძღვანელოების, არამედ გარკვეული კურსების დაწერას, მაგრამ ძირითადი წყარო უცხოური სახელმძღვანელოებია იმ ქვეყნებში გამოცემული და იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც ამისი სათანადო ცოდნა გააჩნიათ. სალექციო კურსის დროს ქართულთან ერთად უცხოურ წყაროებსაც ვუთითებთ. უცხო ენას, საბედნიეროდ, უკვე ბევრი ფლობს.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia