მიზნები
- სადაზღვევო მომსახურებისადმი მომხმარებლის მოლოდინის გამართლება;
- მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა;
- სადაზღვევო მომსახურების ხარისხზე მომხმარებლის გავლენის გაზრდა;
- სადაზღვევო კომპანიებსა და მომხმარებელს შორის ინტერესთა სხვაობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად სათანადო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სადაზღვევო კომპანიებსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავების არასასამართლო გზით მოგვარება;
- მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების შესწავლა და დანერგვის ხელშეწყობა;
- მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაცის და მისი ანალიზის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიებისთვის სარეკომენდაციო გაიდლაინების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
- მომხმარებლის ინტერესების დასაცავად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სადაზღვევო სფეროში ჩართულ დაინტერესებულ მხარეთა შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით, თანამშრომლობისა და კომუნირაციის გაღრმავება;
- სადაზღვევო კოლტურის გაუმჯობესება;
- სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს გზამკვლევის მისიის განხორციელებას.
მთავარი სამიზნე ჯგუფები
- შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები
- ადგილობრივი თვითმმართველობა
- სადაზღვევო კომპანიები
- დაზღვეულთა ჯგუფები
- საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფები
- ზოგადად ქვეყნის მოსახლეობა