რადიო გადაცემა

რადიო-სტუმარი პაატა ლომაძე
სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე

სადაზღვევო კომპანია „ირაო“ სტაბილური ზრდის პირობებში განვითარდა. საქართველოს სადაზღვვეო ბაზარი მთლიანად ორიენტირებული იყო კორპორაციულ სეგმენტზე, ეს პროცესი წარმატებული აღმოჩნდა. „ირაოს“ აქვს ერთ-ერთი სერიოზული კორპორაციული წილი ბაზარზე. მაგალითისთის ისიც კმარა, რომ კომპანია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მზღვეველია.
პაატა ლომაძე: ჯანმრთელობის დაზღვევას ბევრმა გაუგო გემო, რადგანაც ბევრმა დამსაქმებელმა შეიძინა თავისთან მომუშავე ადამიანისთვის ეს პროდუქტი.

პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა „ვესტი“ ახორციელებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თითოეულ პროფესიაში არსებობს შეცდომები. ჩვენი კომპანია სთავაზობს ექიმებს, ადვოკატებს, არქიტექტორებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმინობისას დაშვებული შეცდომების დაზღვევას. ბუნებრივია ადამიანები ვართ და არა რობოტები, ამიტომ შეცდომებისგან დაცული არავინ არის. მაგალითისთვის ავიღოთ ექიმის საქმიანობა. მან, შესაძლოა, არასწორი დიაგნოზი დასვას ან რეცეპტი გამოწეროს არასწორად, ან კიდევ უარესი, ოპერაციის დროს დაუშვას შეცდომა.
ინოვაციური პროდუქტი აი სი ჯგუფისგან აი სი ჯგუფის“ ახალ პროდუქტს ნახევარწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღვოდა წინ. ეს სიახლე კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს ძირეულ ცვლილებებს ბევრი მიმართულებით - დაწყებული აგენტების მუშაობის სისტემისა და პროდუქტის  მახასიათებლებით და დამთავრებული სადაზღვევო პოლისის გაყიდვის პროცედურით. პოლისი მომხმარებელზე  მაქსიმალურად მორგებულია და პრაქტიკულად, გატანილია ოფისის საზღვრებს გარეთ. მსურველს ავტომანქანის დაზღვევა შეუძლია მიიღოს 15 წუთში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად.
1 2 [3] 4 5
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia