რადიო გადაცემა
რადიო სტუმარი თინათინ სტამბოლიშვილი [12.03.2011]
საბავშვო დაზღვევა საქართველოში [04.03.2011]
მშობლებს შეუძლიათ, იმისდა მიუხედავად, სარგებლობენ თუ არა თვითონ დაზღვევით, დაიცვან თავისი შვილების ჯანმრთელობა ჩვენი პროდუქტის საშუალებით. საოჯახო პაკეტის შეძენა, უხეშად რომ ვთქვათ, სამჯერ უფრო ძვირია ინდივიდუალურ პაკეტთან შედარებით. ჩვენი პროდუქტი კი საცალო პროდუქტია და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ ფასითაც მოსახერხებელი ყოფილიყო მშობლებისთვის. სადაზღვევო კომპანია „პარტნიორი“ მშობლებს სამი სახის პაკეტს სთავაზობს: 10, 29 და 49 ლარიან სადაზღვევო პაკეტებს.რადიო სტუმარი დავით ჯორბენაძე [25.02.2011]
დავით ჯორბენაძე რეფერალური ჰოსპიტლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: პრობლემა მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობაა დაზღვევის აუცილებლობაზე. ამ კუთხით გასააქტიურებელი აქვთ მუშაობა, როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე მთავრობის მხრიდანაც გასატარებელია ხელშემწყობი პოლიტიკა. რაც მეტია დაზღვეული, სადაზღვევო კომპანიებს საშუალება აქვთ მეტ პაციენტს უმკურნალონ, მეტი სახსრები გაუშვან კლინიკებში. მხოლოდ შიდა სტანდარტზე ძალიან გაგვიჭირდებოდა მუშაობა.