რადიო სტუმარი დავით ჯორბენაძე

"ღია სტუდიის" სტუმარია დავით ჯორბენაძე რეფერალური ჰოსპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

„რეფერალი“ ნიშნავს „პაციენტების მიმართვიანობას“. რეფერალური ჰოსპიტალი, როგორც ბრენდი, რამდენიმე თვეა ჩამოყალიბდა და მინდა აღვნიშნო, რომ მას საერთო არ აქვს სახელმწიფო რეფერალურ პროგრამასთან, რომელიც ქვეყანაში მოქმედებდა. რეფერალური ჰოსპიტალი  არის ყოფილი 31 ქარხნის საავადმყოფო და ემსახურება ისანი-სამგორის მოსახლეობას. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კლინიკაა და მოიცავს ტუბერკულოზისა და ინფექციური განყოფილების გარდა ყველა სხვა განყოფილებას. ვცდილობთ მაქსიმალურად კვალიფიციური პერსონალის პირობებში მოვემსახუროთ პაციენტებს. რაც შეეხება დაზღვევას,  რეფერალური ჰოსპიტალი ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკაა და ვცდილობთ დაზღვეულებს მაქსიმალურად გავუწიოთ ის სერვისი, რაც პროგრამით არის გათვალისწინებული - განაცხადა დავით ჯორბენაძემ რადიო-გადაცემა „ღია სტუდიის“ პირდაპირ ეთერში.
ბუნებრივია სირთულეები ყველა ობიექტის მართვის თანმდევია. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ძირითადი პრობლემა როგორც ყველგან ჭარბი შტატებია. ნელ-ნელა ვახორციელებთ რეოგრანიზაციის პროცესს, რომელიც პირველი მარტისთვის სავარაუდოდ დასრულდება. პრობლემა აგრეთვე ისაა, რომ სრულყოფილი სტატისტიკა ვერ ხორციელდება, რის გამოც ანალიზის გაკეთებაც ცოტა რთულია. ეს ზოგადად ჰოსპიტლების პრობლემაა - მიიჩნევს ჯორბენაძე.
„ ყველა ჩვენი სერვისი ორიენტირებულია სოციალურ ფასზე. ბუნებრივია, მოგებაზეც არის ორიენტირებული, მაგრამ ვითვალისწინებთ ჩვენი რაიონის სოციალურ ყოფას. რაზეც ჩვენს ინვესტორსაც ყურადღება აქვს გამახვილებული. კარგი ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. USAID პროგრამის ფარგლებში  გადამზადებულია ჩვენი ჰოსპიტალის 60 ექთანი და მალე კიდევ 20 ექთანი აიმაღლებს კვალიფიკაციას. აგრეთვე ვართ USAID-ის პილოტი პროგრამის - „ჰოსპიტალისა და აკრედიტაციის პროგრამის“ ერთ-ერთი პილოტი ჰოსპიტალი. ვცდილობთ ყველა იმ სიახლეს გავყვეთ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი პრობლემა გადახდისუუნარო პაციენტია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში  მასობრივი დაზღვევა არის  გამოსავალი, რომელიც ყველა კლინიკას მოუხნის მსგავს პრობლემას.“

„ჩვენს ინვესტორს საქართველოში სხვა ბიზნესიც გააჩნია, ოღონდ სხვა მიმართულებით. ეს გახლავთ პოლონური კომპანია „ზივანი“, რომელმაც 9 დეკემბერს შეიძინა რეფერალური ჰოსპიტალი. ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ დიდი თანხაა წამოსული, როგორც სახელმწიფოს ასევე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ამიტომ სავსებით ბუნებრივი იყო ინვესტორის სურვილი, რომ სამედიცინო ბიზნესში ჩართულიყო.

მათი საინვესტიციო ვალდებულება  შეადგენს 250 ათასი ევრო მიმდინარე წელს,  2012 წელს 500 ათასი ევრო, 2013 წელს კი 2 250000  ევრო ინვესტიციის განხორციელება კლინიკაში. ინვესტიციის გაწერა  კლინიკის  სიდიდის გამო მოხდა. კლინიკა, დაახლოებით, 20 ათას კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ბუნებრივია, ბევრ პრობლემებს შეგვიქმნიდა კლინიკის დახურვა რემონტის გამო, ამიტომ ახლა ვცდილობთ რომ კლინიკის გარემონტების პროცესი უმტკივნეულოდ წარვმართოთ, როგორც ჩვენთვის, ასევე პაციენტებისთვის. ინვესტორმა უკვე ჩამოიყვანა  სამედიცინო არქიტექტორების საკმაოდ ძლიერი პოლონური ჯგუფი, რომლებიც უკვე შეუდგნენ კლინიკის ფუნქციურ დაგეგმარებას. სამედიცინო ვალდებულებაში გვაქვს 30 ფსიქტიარიული საწოლის შექმნა და უკვე დაიწყო ფსიქიატრიული განყოფილების რემონტი. ამ ეტაპზე კლინიკაში მიდის 4 განყოფილების რემონტი. პაციენტის გადახდისუუნარობა დიდ დარტყმას აყენებს კლინიკის ბიუჯეტს.“

„სადაზღვევოს განვითარების გარეშე,  დღესდღეობით შეუძლებელია  ამ პრობლემის მოგვარება. პრობლემა მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობაა დაზღვევის აუცილებლობაზე. ამ კუთხით გასააქტიურებელი აქვთ მუშაობა, როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, ისე მთავრობის მხრიდანაც გასატარებელია ხელშემწყობი პოლიტიკა. რაც მეტია დაზღვეული სადაზღვევო კომპანიებს მეტი საშუალება აქვთ მეტ პაციენტებს უმკურნალონ და უფრო მეტი სახსრები გაუშვან კლინიკებში. შიდა სტანდარტზე, სადაზღვევო კომპანიების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა მუშაობა. და ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება და გზაც იყო სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობა. ორივე მხარის მიერ გააქტიურებული მუშაობა შედეგს გამოიტანს, უნდა გაჩნდეს ბევრი ახალი პროდუქტი როგორც ინდივიდუალური დაზღვევის, ისე კორპორატიულისაც. სადაზღვევო კომპანიებს დაწყებული აქვთ ამ მიმართულებით მუშაობა და ორ- სამ წელიწადში გარდამტეხ მდგომარეობას უნდა ველოდოთ“ - აცხადებს დავით ჯორბენაძე.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia