სტიქიასთან დაკავშირებით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური,სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და სადაზღვევო ინდუსტრია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ დასაგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიური უბედურებით დაზარალებული დაზღვეული ფიზიკური და იურიდიული პირების უძრავ-მოძრავი ქონების და დაზღვეული ნაკვეთების ზარალი ანაზღაურებული იქნება სრულად და უმოკლეს ვადებში სადაზღვევო კომპანიების მიერ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სადაზღვევო ასოციაციის და სადაზღვევო სექტორის პირველ პირებს შეხვდა, რომლებაც მომხდარი ტრაგედიის შემოდგომ პირველადი ზარალის მონაცემები წარმოადგინეს.

ჯამში, ამ დროისათვის 160–მდე ავტო–სატრანსპორტო, კერძო და იურიდუილი პირის ქონების ზარალი აღინიშნება. გუშინდელი დღიდან დაიწყო კერძო პირებისათვის ანაზღაურების პროცედურა, რომელიც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში და მას მეთვალყურეობას და პატრონაჟს გაუწევს „საქართველის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“.

ყველა სადაზღვევო კოპმანიის ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კომპანიების წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაზიანებულ ობიექტებზე გასვლას და ზარალის უმოკლეს ვადაში ანაზღაურებას.

17.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia