სტიქიასთან დაკავშირებით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური,სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და სადაზღვევო ინდუსტრია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ დასაგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიური უბედურებით დაზარალებული დაზღვეული ფიზიკური და იურიდიული პირების უძრავ-მოძრავი ქონების და დაზღვეული ნაკვეთების ზარალი ანაზღაურებული იქნება სრულად და უმოკლეს ვადებში სადაზღვევო კომპანიების მიერ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სადაზღვევო ასოციაციისა და სადაზღვევო სექტორის პირველ პირებს შეხვდა, რომლებმაც მომხდარი ტრაგედიის შემდგომ პირველადი ზარალის მონაცემები წარმოადგინეს.

ჯამში ამ დროისათვის 160-მდე ავტო-სატრანსპორტო, კერძო და იურიდიული პირის ქონების ზარალი აღინიშნება. 15 ივნისიდან დაიწყო კერძო პირებისათვის ზარალის ანაზღაურების პროცედურა, რომელიც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში და მას მეთვალყურეობას და პატრონაჟს გაუწევს "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური".

ყველა სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კომპანიების წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაზიანებულ ობიექტებზე გასვლას და ზარალის უმოკლეს ვადაში ანაზღაურებას.

17.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia