ჯიპიაი ჰოლდინგი
შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარადგინეს წლევანდელი კამპანია, რომელიც მიზანად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვას - ჰქონდეთ მათ საჭირო განათლების, განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა. კამპანიის მთავარი მესიჯია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“და მასში უშუალოდ დაუნის სინდრომის მქონე პირები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე ჯიპიაი ჰოლდინგმა, SCR კლუბის სხვა წევრმა კომპანიებმა და ორგანიზატორებმა ერთობლივად იმსჯელეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან განათლებისა თუ დასაქმების კუთხით, კერძო სექტორის როლზე ამ პრობლემების მოგვარებისთვის და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
16.03.2017