იმედი-ელ-მა საავადმყოფოების მშენებლობა უკვე დაიწყო

აჭარას 2011 წლის ბოლოს 6 ახალი,  თანამედროვე საავადმყოფო ექნება. საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელ”–მა  საავადმყოფოების მშენებლობა  უკვე დაიწყო. ქობულეთში 60 საწოლიანი, ჩაქვში, ქედაში, შუახევსა და ხულოში  20–30, ხოლო ბათუმში 90 საწოლიანი ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლინიკები ექსპლუატაციაში 2011 წლის ბოლოს  შევა და ერთდროულად 300–მდე პაციენტს მოემსახურება.
მშენებლობის პროცესს  ადგილზე საქართველოსა და აჭარის  ჯანდაცვის მინისტრები და ”იმედი ელ”–ის წარმომადგენლები გაეცნენ.
თითოეულ ობიექტზე ”იმედი ელ”–ს 50 მუშახელი ჰყავს დასაქმებული. სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ კი კლინიკებში ადგილობრივი ექიმები დასაქმდებიან.
01.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2022
CREATED BY
Neomedia