1.7 მლნ რეგისტრირებული ავტომობილიდან მხოლოდ 140 000-ია დაზღვეული
„სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში“ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობაზე
„სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში“ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობაზე
საქართველოს მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტს ექვსი წლის წინ წარედგინა, მიმდინარე წელს კი თავიდან დაინიცირდა. კანონის მიღების შემთხვევაში მთავრობას კვლავ იგივე მოლოდინები აქვს და თვლის, რომ ეს ეკონომიკის და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთი მასტიმულირებელი იქნება. განხორციელების აუცილებლობას კი, ხელისუფლება კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციებთან…
ავტომფლობელებისათვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის კანონპროექტი სოციალური დაცვის ძლიერი მექანიზმია – დევი ხეჩინაშვილი
სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ეს ტენდენცია ეხება გასაჩვრების სამივე მიმართულებას – მედიაციას, ზედამხედველობას და სასამართლოს. დევი ხეჩინაშვილი ამას მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდით და ასევე იმით ხსნის, რომ კომპანიებმა მათსავე ფარგლებში მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებები შექმნეს. შესაბამისად, დაზღვეულების პრეტენზიებს თავად კომპანიები აგვარებენ. …
სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია.
ბოლო პერიოდში ბაზარზე „ჯანდაცვის ბარათი“ გამოჩნდა. ესაა თვეში გარკვეული, ფიქსირებული თანხის გადახდის შემთხვევაში ფასდაკლებებით სარგებლობის სერვისი სამედიცინო დაწესებულებებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და აფთიაქებში. ფასდაკლების დიაპაზონი 10-დან 75%-მდეა. ჯანდაცვის ბარათი „ვიტა“ საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანიით გამოირჩევა. არის თუ არა აღნიშნული ბარათი კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის „შემავსებელი“ და რამდენად აქვს მას განვითარების პერსპექტივა ქართულ ბაზარზე?…
არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დაზღვევა – ესაა ფასდაკლებების სერვისი“
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით თბილისში, 6 ივნისს, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, კარელ ვან ჰულემ, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან. პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, აკადემიური წრის წარმომადგენელი/ლექტორი. იგი 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში,…
ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა გამართა
ონკოპაციენტების მკურნალობისა და ზოგადად, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დგას, რადგან მსოფლიო მედიცინა სწრაფად ვითარდება და ჩნდება ახალი მედიკამენტები და ინსტრუმენტული სერვისები, რაც ძალიან ძვიადღირებულია. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ: 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ და 25…