Memorable Day for Children

Insurance Company ALDAGI BCI is visiting Kutaisi Orphanage in the framework of “Memorable Day for Children” Social Project. The Project intends to make memorable events for children with lack of parental care. Children from different regional orphanages will participate in the Project.   With the help of ALDAGI BCI children from Kutaisi Orphanage will visit Sataplia…

მედიქ ქარდი ბეიბი – სიახლე ალდაგი ბისიაისგან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი კვლავ აგრძელებს ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების გამოშვებას. 4 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ისაუბრა. 2011 წლის დასაწყისიდან კომპანია უკვე რიგით მეორე უნიკალურ სადაზღვევო პროდუქტს უშვებს და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს. პირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში, (6–თვემდე)…

დაზღვევის სახალისო პროდუქტები

ერთ-ერთ ამერიკულ საიტზე განთავსდა განცხადება „ნუ დატოვებთ დედამიწას ამის გარეშე“. როგორც ირკვევა ამ სახელწოდებით სადაზღვევო პოლისებს საზოგადოებას კომპანია UFO Abduction Insurance სთავაზობს. წელიწადში პოლისის ღირებულება 19,9 დოლარია, ანაზღაურებადი თანხა კი საკმაოდ სოლიდური – 10 მილიონი დოლარია. თუმცა  ანაზღაურების  მიღება მსურველს საკმაოდ გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ 10 მილიონის მისაღებად და იმის დასამტკიცებლად, რომ „სხვაგან“ იყავით, მოწმედ…

კომპენსაციად 500 ევრო – რქებისთვის

კომპანია Hullberry Insurance Company со  მომხმარებელს უჩვეულო რისკებისგან სთავაზობს დაზღვევას. გამოვარდით სახლიდან და კარები ჩაიკეტა? სადაზღვევო კომპანია აუცილებლად გადაგიხდით 100 ევროს. ამ დაზღვევის ღირებულება წელიწადში 18 ევროა. ლიფტში გაიჭედეთ? კომპანია გადაგიხდით 75 ევროს. ლატარეაში არ გიმართლებთ? თუ თქვენ წელიწადის განმავლობაში 52-ჯერ ითამაშეთ ლატარეა და ვერც ერთხელ ვერ მოიგეთ, კომპანია 2500 ევროს გადაგიხდით უიღბლობისთვის. ასეთი დაზღვევის…

10 საავადმყოფო სხვადასხვა რეგიონში

დავით ბაქრაძემ ბაღდათში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბაღდათში მშენებარე საავადმყოფო მოინახულა. მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის დაკვეთით ხორციელდება. მშენებლობის პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ოთხსართულიანი სამედიცინო დაწესებულება  ადგილობრივ მოსახლეობას სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება როგორც ამბულატორიული ასევე ჰოსპიტალური მკურნალობის…

ონლაინ ავტოაუქციონი ჯიპიაისგან

“ჯიპიაი ჰოლდინგის” ონლაინ ავტოაუქციონით სარგებლობა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აუქციონზე ის ”ჯიპია ჰოლდინგის” მიერ დაზღვეული ავტომობილები გაიყიდება, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევისას დაზიანდა.თითოეულ ავტომობილზე მითითებულია საწყისი ფასი, მინიმალური ფსონი და აუქციონის დაწყება/დასრულების თარიღი. აუქციონის დაწყებისთანავე ნებისმიერ რეგისტრირებულ მონაწილეს, რომელიც გაივლის ვალიდაციას ადმინისტრატორის მიერ, საშუალება ეძლევა დადოს ფსონი და თვალყური ადევნოს აუქციონის მსვლელობას ონლაინ რეჟიმში. ონლაინ აუქციონის მოდული…

Protect and Insure Your Property

International insurance company ‘Imedi L’ and security service ‘Torni’ presents new co-product, offering complex service of property protection and insurance. In terms of the project, customers will be able to obtain complex package of home, house or cottage protection and insurance with unprecedented low price. The innovative product enables you to avoid financial risks, caused…

აგროდაზღვევა – ახალი პრიორიტეტი

20 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ჩატარდა სემინარი თემაზე „სოფლის მეურნეობის დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება” USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით. ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის საერთაშორისო ექსპერტის ედგარ ბალბინის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დაზღვევის გააქტიურებაში სახელმწიფო ჩართულობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. “სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დაზღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადად სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს. სოფლის მეურნეობაში ძირითადად არის თვითდასაქმება…

იმედი ელი ახალ კლინიკებს ხსნის

სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი“ სადაზღვევო პროგრამის ტენდერით გათვალისწინებულ კლინიკებს მიმდინარე წლის 1 დეკემბრისთვის გახსნის. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე აცხადებს. მისი თქმით, „იმედი ელი“ საერთო ჯამში 36–37 ათას კვ. მ. სამედიცინო დაწესებულებას აშენებს, რაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულზე 2–ჯერ მეტია. ამ კლინიკებიდან 6 აჭარაში განთავსდება, თითო–თითო კი ყვარელში, ახმეტასა და ადიგენში.ამავე ტენდერით გათვალისწინებულ…