სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს იწყებს

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პირობების გათვალისწინებით მთავრობის მიერ სუბსიდირებას მოიაზრებს, ცვლილებები შევიდა. 2015 წელს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამას წელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. „მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბერში დავიწყეთ აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი, რომელიც…

კონფერენცია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის განვითარებას მიეძღვნა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივით თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე – “სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის განვითარება საქართველოში: არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები, ფერმერები. კონფერენცია გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა.…

სამედიცინო მედიაციის სამსახური უქმდება

სამედიცინო მედიაციის სამსახური უქმდება. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2011 წელს შექმნილი სამედიცინო მედიაციის სამსახურის ფუნქცია იყო იმ დავების განხილვა, რომლებიც წარმოიშობოდა პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკას  შორის, ასევე პაციენტსა და კლინიკას შორის. მედიაციის სამსახურის შექმნა განპირობებული იყო იმით,…

აგროდაზღვევის ტარიფები შეიცვლება

აგროდაზღვევის ტარიფები გადაიხედება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ხელისუფლება კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებს დაამონტაჟებს.  ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რა შედეგი დადგება ტარიფის გადახედვის შემდეგ, გაძვირდება თუ გაიაფდება აგროდაზღვევა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გაზაფხულზე დამონტაჟდება ახალი აპარატები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს ტარიფებიც, მაგალითად, თუ დაზღვევა ხდებოდა…

„კოპენბური“ 5–თვიანი საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ ქართულ ბაზარზე 5–თვიანი საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.  ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 10380 სადაზღვევო პოლისი, დაზღვეულია 2209 ავტომობილი, 2885 საბურავი, ანაზღაურებულია 323 ზარალი.  კომპანიის მიერ ფუნქციონირების დაწყებიდან, ივლისიდან დღემდე „კოპენბურმა“ საქართველოს მასშტაბით 7 ფილიალი გახსნა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2014 წელს 26%–ით გაიზარდა

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2014 წელს 26%–ით გაიზარდა. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა სტამბოლიშვილმა განაცხადა.    მისი თქმით, წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო რამდენიმე მიმართულებით – სამი კვარტლის მონაცემებით, 26%–ით გაიზარდა მოზიდული პრემია. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, წინსვლაა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. ეს. სტამბოლიშვილის თქმით, ადასტურებს, რომ ადამიანები უპირატესობას…

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს ძლიერი სადაზღვევო ბაზარი, რათა ყველა სადაზღვევო კომპანიამ, ყველა დაზღვეულს შესთავაზოს და გაუწიოს მაღალ ხარისხიანი სერვისი – ამის შესახებ “კომერსანტთან“ საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი იოსებ გოგოლაშვილი აცხადებს. მისი თქმით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აგრძელებს დაწყებული გეგმების განხორციელებას სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობისა და რეგულაციისათვის. „ჩემი, როგორც ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტებია: სადაზღვევო…

President of Insurance Association Assessing 2014

Posted date: January 05, 2015 Devi Khechinashvili, President of Insurance Association, asses the past year for the industry and talks about the favorable events that would transform the sector in Georgia, such as obligatory insurance policy. As of today, corporate insurance is the only driving force in this sphere. Talks of motor third party liability (MLTP)…

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის ინტერვიუ

 როგორ შეაფასებდით სადაზღვევო სფეროს საქმიანობას 2014 წელს, ბოლო სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით? რა ახალი ტრენდები გამოიკვეთა ამ დარგში?  სადაზღვევო სექტორისათვის 2014 წელი იყო წელი, როდესაც სადაზღვევო ინდუსტრიამ დაკარგა თავისი განვითარების ძირითადი “დრაივერი”. იგულისხმება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები. რაც გამოისახება არა მარტო იმაში, რომ ინდუსტრიამ დაკარგა თითქმის ნახევარი პრემია, არამედ იმაშიც, რომ სწორედ ამ ურთიერთობებით ხდებოდა პოპულარიზაცია…

„ირაომ“ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ზარალის ანაზღაურება დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში აჭარისა და გურიის რეგიონში ციტრუსის მოსავლისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია ირაოს შორის აგროდაზღვევის პროგრამის თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ირაოს მიერ აჭარის, გურიის, კახეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე განხორციელდა მოსავლის დაზღვევა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე:…