სადაზღვევო ტერმინთა განმარტება

დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას დამზღვევი (insured ) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გააფორმა სადაზღვევო ხელშეკრულება მზღვეველთან

მზღვეველი – შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია

დამზღვევი – პირი, რომელიც დებს  ხელშეკრულებას მზღვეველთან და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას

დაზღვეული   ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დამზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

მოსარგებლე პირი, რომელიც ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება

დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში

სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას

დაზღვევის ობიექტი – ნებისმიერი ტიპის ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა

რისკი  - მოცემული ობიექტისათვის (ამ რისკის მატარებლისათვის) არის ის პოტენციური ზიანი/ზარალი, რომელიც შეიძლება მიადგეს ამ ობიექტს 


განაცხადი ანკეტა  - დაზღვევის განაცხადი, რომელსაც ავსებს დამზღვევი დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად და რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს

სადაზღვევო პოლისი  - მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი–მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ 

დაზღვევის მოქმედების ვადა - სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი იწყება სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება ხელშეკრულებაში მითითებული ვადის ამოწურვისას, ან ლიმიტის ამოწურვის პირობებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ან დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში

სადაზღვევო პრემია – ფულადი თანხა, რომელსაც უხდის დამზღვევი მზღვეველს მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულების აღებაში

მოზიდული პრემია – სადაზღვევო პრემია, რომელიც მიეკუთვნება საანგარიში პერიოდში ძალაში შესულ სადაზღვევო ვალდებულებებს (მრავალწლიანი ვალდებულების ჩათვლით), მიუხედავად იმისა გადახდილი არის პრემია მზღვეველისათვის, თუ არა 

გამომუშავებული  პრემია  – სადაზღვევო პრემიის ნაწილი, რომელიც ეკუთვნის სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის გასულ ნაწილს

სადაზღვევო თანხა- თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც გადაიხდის სადაზღვევო კომპანია ზარალის დადგომისას

სადაზღვევო შემთხვევამოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას, რომელიც დასტურდება შესაბამისი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აქტით

ზარალი  – სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეულის ფინანსური დანაკარგის ოდენობა, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია მზღვეველი 

სადაზღვევო ანაზღაურება თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 

ფრანშიზა არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი, დგინდება მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთშეთანხმებით და მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისში
 
დაზღვევის ტერიტორიატერიტორია, რომელზეც ვრცელდება დაზღვევის მოქმედება და რომელიც მითითებული სადაზღვევო პოლისში







COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia