ხშირად დასმული შეკითხვები

არ მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური კორპორატიული), მაინტერესებს ვარ თუ არა დაზღვეული რომელიმე სახელმწიფო პროგრამით?

მოქალაქე, რომელიც არ არის დაზღვეული კერძო (ინდივიდუალური, კორპორატიული) დაზღვევით შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ხოლო იმისათვის, რომ გაარკვიოთ ხართ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის მონაცემთა ბაზაში უნდა მიმართოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 15 05 და თქვენი პირადი ნომრის საფუძველზე მოგაწვდიან ინფორმაციას,  ხართ თუ არა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში და დაგაკვალიანებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სად შეიძლება ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტის შეძენა?


ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტების შეძენა შეიძლება საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში. ამჟამად ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტს მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სადაზღვევო კომპანიები : იმედი L, ჯიპიაი ჰოლდინგი, აისი ჯგუფი. 

მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული პაკეტი მაინტერესებს კონტრაქტის პირობები, ვის მივმართო?


კორპორატიული დაზღვევის პირობები დაწვრილებით არის ჩადებული ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა თქვენს დამსაქმებელ ორგანიზაციასა და სადაზღვევო კომპანიას შორის. პირობების გასაცნობად მიმართეთ თქვენი ორგანიზაციის შესაბამის სამსახურს  ან დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას.


 საკონსულო მთხოვს სამოგზაურო დაზღვევას. რას ნიშნავს სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევით იფარება ის სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც შეიძლება დადგეს მოგზაურობისას. ძირითად დაფარვას წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს უბედურმა შემთხვევამ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარმა, მკვეთრმა გაუარესებამ. ასევე ითვალისწინებს ისეთი ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაკავშირებულია დაზღვეულის  რეპატრიაციასთან მისი გარდაცვალების შემთხვევაში, თავმდგმურის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას და სხვა.  


რას ნიშნავს ავტოტრანსპორტის დაზღვევა (უშუალოდ ჩემი კუთვნილი ავტოტრანსპორტის ხარჯები ამინაზღაურდება თუ მისი ვინც დავაზიანე)?

ავტოტრანსპორტის დაზღვევა მოიცავს დაზიანება, სრული კონსტრუქციული  განადგურება ან დაკარგვას, რაც შეიძლება გამოიწვიონ იმ ხიფათებმა რომელიც ხელშეკრულებაში არის ჩადებული. ავტოდაზღვევა აერთიანებს: 1. CASCO- ავტომობილის დაზღვევას,  2. MTPL- ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევას,  3 . MPA–მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. თუ თქვენი ავტომობილი დაზღვეულია სამივე დაფარვით მაშინ აგინაზღაურდებათ, როგორც თქვენი ავტოტრანსპორტის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები, ასევე ის ზარალი რაც სხვას მიაყენეთ.

რაზე არის დამოკიდებული სადაზღვევო ტარიფი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში? 

ავტოტრანსპორტის დაზღვევისას სადაზღვევო ტარიფი დამოკიდებულია ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე, შეძენილ დაფარვებზე, ავტომობილის გამოშვების თარიღზე, მძღოლის მართვის გამოცდილებაზე და ა. შ.

სადაზღვევო კომპანიამ რა შემთხვევაში შეიძლება არ ამინაზღაუროს ზარალი ავტოტრანსპორტის დაზღვევისას? 

სადაზღვევო კომპანიასა და დამზღვევს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია გამონაკლისები, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სადაზღვევო კომპანიას ზარალის ანაზღაურებაზე.

არსებობს თუ არა აგრო დაზღვევა საქართველოში?

აგროდაზღვევა საქართველოში არსებობს. ამასთან ერთად 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა.  დაზღვევო პრემიის გადახდა შესაძლებელია ერთჯერადად ან განვადებით.

აგრო დაზღვევის საპილოტე პროგრამა ფარავს თუ არა ყველა სახის სტიქიურ მოვლენას?

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ფარავს შემდეგი სახის სტიქიურ მოვლენებს:  სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

ქონების დაზღვევის შემთხვევაში ვარ თუ არა ვალდებული წარვუდგინო სადაზღვევო კომპანიას ზარალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია?

იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს ზარალი აუცილებელი მოთხოვნაა დამზღვევმა წარადგინოს ზარალთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia