საიტის საარქივო მასალა
გინდათ სადაზღვევო საქმის სწავლა? [14.04.2011]
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე საუბარი. მათ შორის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს - კვალიფიციური კადრების ნაკლებობას - ამ სფეროს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ საქართველოში სადაზღვევო საქმის სწავლებას დიდი ყურადღება არ ეთმობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის IPECC-ს დაარსება.
რისთვის ემზადებიან შვეიცარიელი მზღვეველები? [13.04.2011]
შვეიცარიული უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Zurich Financial Services -მა განაცხადა, რომ მზადაა აზიის სტიქიური უბედურებების გამო, 500 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და იაპონიაში ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, კომპანიას 500 მილიონი დოლარის გადახდა, სასამართლოს გზით, უკვე მოუწია. კომპანიის ციურიხის ოფისში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პირველადი გადახდაა და თანხა ზარალის დეტალური ანალიზის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს -”ალდაგი ბისიაი” [08.04.2011]
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი სოციალურ პროექტ "გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს". 2011 წელს კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებით გააგრძელებს. ალდაგი ბისიაის სოციალური პროექტის „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ ფაგლებში, 7 აპრილს ახალგორის ბავშთა სახლის დაეხმარა. ალდაგი ბისიაის წარმომადგენლებმა საზღვარზე გადასცეს ახალგორის ბავშთა სახლის წარმომადგენლებს, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთები, წამლები, ფეხსაცმელები და სხვა საჭირო ნივთები. პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ 2010 წელს დაიწყო. მის ფარგლებში ალდაგი ბისიაიმ 500–მდე მზრუნველობამოკლებულ ბავშვს გაულამაზა ერთი დღე. პროექტში ჩართულნი იყვნენ როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები.
სოციალური დაზღვევის ქართული მოდელი სამი წლისაა [06.04.2011]
PSI Discourse
საჯარო განხილვა თემაზე "სოციალური დაზღვევის ქართული მოდელი სამი წლისაა";მომხსენებელი სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი
ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი ალდაგი ბისიაისგან [05.04.2011]
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი თებერვლის თვეში მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომი პროდუქტი გამოაქვს. 5 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე და სამომავლო გეგმებზე ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ისაუბრა. 2011 წლის განმავლობაში ალდაგი ბისიაი რამდენიმე უნიკალური სადაზღვევო პროდუქტის გამოშვებას გეგმავს, რომელზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ.