საიტის საარქივო მასალა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას ინიციატივით მიმართავს [23.10.2018]
კერძო სადაზღვევო კომპანიები მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირების ერთ-ერთ გზად ე.წ დაშენებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარებას მიიჩნევენ, რასაც მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს არსებული სტრატეგია ამ ეტაპზე ზღუდავს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმზღვანელი, დევი ხეჩინაშვილი თვლის, რომ ყველა ჯგუფს , რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მომსახურებას იღებენ, კერძო სადაზღვევო პაკეტების დაშენებაზე შეზღუდვები უნდა მოეხსნას.
"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
სადაზღვევო სექტორი „შრომის უსაფრთხოების კანონში“ დაზუსტებებს ითხოვს. როგორც bm.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, საჭიროა ლიმიტების და სტანდარტების შემოღება, რაც კანონის დამატებებში უნდა გაიწეროს. ამ მიზნით სადაზღვევო ინდუსტრია საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.