საიტის საარქივო მასალა
გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტმა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს [30.01.2017]
დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ კობერიძემ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის.როგორც კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრებაა აუცილებელი.
ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, ამბობს ვიცე პრემიერი.
"კომერსანტის" ექსკლუზივი დადასტურდა – დაზღვევის ზედამხედველობას კოტე სულამანიძე უხელმძღვანელებს [04.01.2017]
"კომერსანტის" ექსკლუზური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად "პროგრეს ბანკის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კოტე სულამანიძე დაინიშნა. სულამანიძემ იოსებ გოგოლაშვილი შეცვალა.