საიტის საარქივო მასალა

ბათუმში სადაზღვევო კომპანია “ირაოს” ახალი ფილიალი გაიხსნა დღეს ბათუმში სადაზღვევო კომპანია ”ირაომ” ახალი სერვის-ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გამართა, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიიღო მონაწილეობა.
კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა – დაზღვევის ზედამხედველობას კოტე სულამანიძე უხელმძღვანელებს "კომერსანტის" ექსკლუზური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად "პროგრეს ბანკის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კოტე სულამანიძე დაინიშნა. სულამანიძემ იოსებ გოგოლაშვილი შეცვალა. 
 ალდაგის სოციალური რეკრუტინგი საცალო გაყიდვების დირექტორთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ანა სიჭინავა საინტერესო გამოწვევის წინაშე დადგა. გაყიდვების გეგმების წარმატებით შესასრულებლად და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საცალო გაყიდვების გაძლიერება იყო საჭირო. სადაზღვევო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაყიდვების მიმართულებით მომუშავე პერსონალს სადაზღვევო აგენტი, გაყიდვების ოფიცერი და გაყიდვების მენეჯერი წარმოადგენენ. სწორედ ამ პოზიციებზე, კომპანიის საჭიროების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით, ალდაგმა მასიური რეკრუტინგი დაიწყო.
კერძო სადაზღვევო პაკეტები 20-25 პროცენტით გაძვირდება ინიციატივა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის გამიჯვნას ითვალისწინებს, კერძო სადაზღვევო პოლისებს გააძვირებს. როგორც "კომერსანტთან" საუბრისას, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლო გამიჯვნას 20–25 პროცენტიანი ზრდა მოჰყვება. 
2017 წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება მომავალი წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება, რომელიც დამატებით შემოსავალს შექმნის სადაზღვევო ბაზრისთვის - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რადიო „კომერსანტის" გადაცემა „ბიზნესის ადვოკატში" განაცხადა.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia