საიტის საარქივო მასალა

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა იუსტიციციის სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სადაზღვევო კომპანია ალდაგმა იუსტიციციის სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, იუსტიციის სახლის მომხმარებლები უძრავი ქონების რემონტის დაზღვევას წელიწადში 90 ლარად შეძლებენ, რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს.
კიბერდაზღვევა - ”ალდაგის” უნიკალური შეთავაზება მომხმარებელს
სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, 21–ე საუკუნეში კიბერ რისკების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერთავდასხმის ობიექტებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. 
ამ რეალობიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი” მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქტს - კიბერდაზღვევას სთავაზობს. 
რას ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისი, ვის შეუძლია მისი გამოყენება და რა რისკებს დაფარავს აღნიშნული დაზღვევა, ამ საკითხზე ”ალდაგის” გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გვესაუბრება.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო ხდება. კანონპროექტები: „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს სადაზღვევო კომპანია ,,კამარა'’ აზღვევს
2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში. 
ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაა''. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან.
განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია და დიდი ბრიტანეთი.
შეჯიბრი ჩატარდება  6 კაციანი ნავებით – რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში.
კატეგორიები – 19 წლამდე, 23 წალმდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.
ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).
სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.
ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი (ჩილე), შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.
გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში  „ჩექ ინ ჯორჯია სპორტი“.
ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ მიერ.
გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში „ჯომარდია“. 
28 მაისს სპორტსმენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.

2017 წლის 4 მაისიდან სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას კიდევ ერთი წევრი შემოუერთდა

2017 წლის 4 მაისიდან სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას კიდევ ერთი წევრი შემოუერთდა-სს სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“- პირველი საერთშორისო, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია საქართველოში.
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალმა, საერთაშორისო რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიამ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ დაიწყო ოპერირება. კომპანიის ძირითადი დამფუძნებლები არიან: საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია Global Benefits Group და ქართული ჰოლდინგური კომპანია - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG).

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia