საიტის საარქივო მასალა
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრის მქონე ავტომობილების მფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ ორი თვით, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველ მარტამდე გადაიწია."საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
ავერსი ჰოლდინგის წევრმა ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ 8 წლის მუშაობის თავზე უპრეცედენტო მოგების მაჩვენებელი და ზრდის დინამიკა აჩვენა.
„კომერსანტი“ აგრძელებს ქართული სადაზღვევო ბაზრის 2017 წლის 9 თვის მონაცემების ანალიზს და ამჯერად სადაზღვევო ზარალების ყველაზე მსხვილ გადამხდელ სადაზღვევო კომპანიებს წარმოგიდგენთ. ლოგიკურია, რომ სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების თვალსაზრისით ლიდერი სადაზღვევო კომპანიების ხუთეული იგივეა, რაც ბაზრის ლიდერი ხუთეული. თუმცა, გათვალისწინებულია, რომ შემოსავლისა და ზარალის შემდეგი შედარებები გაკეთებულია წლიური მოზიდული პრემიისა და ნახევარი წლის გაცხადებული ზარალების მიხედვით. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მე-3 კვარტალში ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალმა 174,09 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12 მლნ. ლარით მეტის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით — 2016 წლის მესამე კვარტალში კომპანიების ზარალი იყო 162,10 მლნ. ლარი.
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის TOP-5 კომპანია [21.11.2017]