საიტის საარქივო მასალა

პრაიმი - სტანდარტ დაზღვევა საქართველოს რებრენდინგი და  ახალი ბრენდი სადაზღვევო ბაზარზე

სტანდარტ დაზღვევა საქართველომ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა.  სადაზღვევო კომპანია  პრაიმის ახალი ბრენდი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებელს ინოვაციურ, მარტივ და მოსახერხებელ სერვისებს შესთავაზებს. 
1-ლი მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტო-ტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისას მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება
სს „არდი დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია


2018 წლის 14 თებერვლიდან სს „არდი დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია. იგი წარმატებული ქართული ბრენდია სადაზღვევო ბაზარზე. კომპანიის ისტორია 2010 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან ორიენტირებულია ინოვაციებზე, ახალ მიდგომებზე და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე. ამ მიზნების გათვალისწინებით „არდი დაზღვევა“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით. ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციებს. მათ შორის საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს. დაარსების დღიდან კომპანიის სათავეში დგას მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილების მქონე მმართველი გუნდი, რაც კომპანიის დინამიური და წარმატებული განვითარების კიდევ ერთი წინაპირობაა.

საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით ბანკებს კონკურენტი გამოუჩნდათ საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით სადაზღვევო კომპანიები უკვე აქტიურ კონკურენციას უწევენ ბანკებს, გარანტიების გაცემის მარტივი პროცედურებით, მოკლე ვადებით, მოქნილი სამუშაო გრაფიკით და შეღავათიანი ტარიფებით.
„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს

„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს , —  ამის შესახებ „კომერსანტს“ „ბაზისბანკში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. ასევე  მიმდინარეობს ბაზრის კვლევაც. 
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia