საიტის საარქივო მასალა

აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის – 2017 წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის. მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად განახლებულ მოდელზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. შედეგად, ახალი, გადამუშავებული სახით პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება.
ჩვენი მიზანია შეიქმნას მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო სისტემა
სადაზღვევო სექტორი  მიმდინარე წელს მოგებით დაასრულებს - ასეთია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იოსებ გოგოლაშვილის შეფასება. რა მოლოდინები აქვს  ზედამხედველობის სამსახურს ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მომავალი წელი  კომპანიებისთვის. ამ საკითხებზე იოსებ გოგოლაშვილი "კომერსანტს" ესაუბრა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს პირველად საქართველოში: სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სერვისი ონლაინ, თანხის ანაზღაურება ერთ დღეში.
GPI ჰოლდინგი Bancassurance-ის (პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვა საბანკო ინსტიტუტების მეშვეობით)ფართოდ დანერგვას იწყებს GPI ჰოლდინგი საქართველოში გლობალური საფინანსო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ტენდენციის – Bancassurance-ის ფართოდ დანერგვას იწყებს. Bancassurance-ი (პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვა საბანკო ინსტიტუტების მეშვეობით) ევროპასა და აშშ-ში აპრობირებული მოდელია და ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლობის ყველაზე მოგებიან და პერსპექტიულ მიდგომადაა აღიარებული.
ჯიპიაი ჰოლდინგი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 9-15 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი პროგრამა მეოცე საუკუნის ცნობილი მევიოლინის - ოლეგ კაგანის 70 წლისთავს ეძღვნება.კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მუსიკოსები და მათი ინსტრუმენტები სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დააზღვია.
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia