საიტის საარქივო მასალა
"ალდაგი" 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადებში აუნაზღაურებს [17.06.2015]
სადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადებში აუნაზღაურებს. 14 ივნისიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგში 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალდაგმა გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს დაეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ შეშფოთებას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს და აცხადებს რომ გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს [15.06.2015]
„ჯიპიაი ჰოლდინგში" ზარალების დარეგულრიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება - დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ.